დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JJESV
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 26 თებ 2014

MDF-ის და GDI-ის ერთობლივი განცხადება

გვინდა შეშფოთება გამოვთქვათ გაზეთ "პრაიმ-ტაიმში" 17 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის "რა სკანდალებშია გახვეული სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი სექტანტია?" გამო.

 

სტატიის ავტორის მიერ შემოთავაზებული სპეკულაცია საქართველოს  სახალხო დამცველის რელიგიურ მრწამსზე,  სცილდება  ეთიკის ფარგლებს და პროფესიური სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს. ადამიანის რელიგიური მრწამსი ან სხვა იდენტობა, თვითიდენტიფიცირების სფეროს განეკუთვნება და თუ პირი არ ახდნეს საკუთარი მრწამსის საჯაროდ გაცხადებას, რაც მისი, როგორც ინდივიდის უფლებაა,  ჟურნალისტის მხრიდან ასეთ პრივატულ საკითხებზე, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით საუბარი დაუშვებელია. მით უმეტეს, როდესაც თავად სტატიაში გადმოცემული ამბავი არანაირად არ საჭიროებს პირის რელიგიური მრწამსის აღნიშვნას და არ უკავშირდება რელიგიურ საკითხებს.

 

სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონი იცავს როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ადამიანის "თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის,... აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შესაძლოა გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი".

 

ვფიქრობთ, რომ იმ ვითარებაში, როცა უჩა ნანუაშვილს თავად არ მოუხდენია საკუთარი რელიგიური მრწამსის საჯაროდ გაცხადება, რაც მისი ლეგიტიმური უფლებაა, ჟურნალისტის და რედაქციის მხრიდან მის რელიგიურ მრწამსზე საუბარი, დაცული უფლების ხელყოფას წარმოადგენს. ამასთანავე მიუღებელია, პირის აბსტრაქტულ მრწამსზე საუბრისას, მისი გაიგივება სექტასთან (პრაიმ-ტაიმი: "ანუ ის მიეკუთვნება ერთ-ერთ უცნობ პატარა სექტას"), რაც საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. მით უფრო, როცა თავად ამ ტერმინის დასაბუთებულობა და მისი განსხვავება რელიგიური ორგანიზაციის ცნებისგან სადავოა.

 

მოვუწოდებთ გაზეთის რედაქციას, მომავალში თავი შეიკავოს ისეთ მგრძნობიარე თემებზე აპელირებისგან, რომელიც ინდივიდის მრწამსს უკავშირდება და თავი აარიდოს რელიგიურ თემებზე ყოველგვარ დაუსაბუთებელ ინსინუაციებს.

უკან