2020 წლის მეორე ნახევარში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რიგით მეთვრამეტე სესიაზე (კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოთა კონფერენცია), კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს. მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტის მომავალ კანდიდატებს გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით არჩევენ და წარუდგენენ კომიტეტს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.
წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით. ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში
1 გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას.
შერჩევის პროცედურის ღიაობისა და გამჭვირვალების პრინციპების დარღვევა. კომიტეტი ითვალისწინებს კანდიდატების შერჩევის ღიაობისა და გამჭვირვალობის პროცედურასა და პრინციპებს და ამ მიზნით ადგენს, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატებთან მოხდეს გასაუბრება, რომელიც იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ კანდიდატს მისცემს კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. გაერო ითხოვს, რომ ეს პროცესი ითვალისწინებდეს ღია კონკურსის ჩატარებას და მოთხოვნას, რომ უნდა შეირჩეს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მაღალ მორალურ სტანდარტებს და აქვს ცოდნა და გამოცდილება კონკრეტულ სფეროში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაცია და ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის შერჩევა მოხდა საზოგადოებისაგან ფარულად. მეტიც, კანდიდატის შერჩევის პროცედურების დაწყების შესახებ მთავრობამ ინფორმაციაც კი არ გახადა საჯარო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ეს ინფორმაცია არ გაუზიარებია სახელმწოფოს. უკვე შერჩეული კანდიდატის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიციალური გვერდიდან, მას შემდეგ გაიგო, რაც უკვე წარდგენილი იყო კანდიდატი. გაუმჭვირვალე შერჩევის პროცედურების გამო, არავის მიეცა შესაძლებლობა ასევე განხილულიყო კანდიდატად აღნიშნულ პოზიციაზე. მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან კანდიდატის შერჩევისას პროცედურა და ამ კუთხით გაეროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები არსებითად დაირღვა.
ბავშვის უფლებათა სფეროში სათანადო გამოცდილების არ ქონა. გარდა პროცედურების უხეში დარღვევისა, კანდიდატი, რომელიც დასახელდა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ აკმაყოფილებს ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორიცაა მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ სოფიო კილაძე არის ერთ-ერთი ავტორი ორი საკანონმდებლო ინიციატივის, ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სოციალური მუშაობის შესახებ კანონის, მას არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს.
ამასთან, სოფიო კილაძემ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვაზე მომუშავე თითქმის ყველა ორგანიზაციას (49 ორგანიზაცია), არ ჩართო ბავშვის უფლებების კოდექსის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოება იძულებული გახდა საჯაროდ გამოეთქვა უკმაყოფილება და მოეთხოვა სამოქალაქო სექტორის პროცესში ჩართვა
2. მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში არ იყვნენ ჩართულები თავად ბავშვები.
ქალბატონი კილაძის რეზიუმეში აღნიშნულია, რომ ის არის ფართომასშტაბიანი კამპანიის ავტორი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ემსახურება ბავშვების უფლებების მხარდაჭერასა და სოლიდარობას. სინამდვილეში ქალბატონი კილაძის მონაწილეობით გაიმართა სამი ღონისძიება (წელიწადში ერთი). სამწუხაროდ, აღნიშნული ერთჯერადი ღონისძიებები ვერ ჩაითვლება იმის მტკიცებულებად, რომ სოფიო კილაძეს აქვს ბავშვის უფლებების სფეროში შესაბამისი ექსპერტული გამოცდილება.
ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება და კანდიდატის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა. აღნიშნული რეკომენდაცია ასევე უგულებელყოფილია სახელმწიფოს მხრიდან. სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ კანდიდატად. სოფიო კილაძე დღესაც და კანდიდატად შერჩევის დროსაც იკავებდა პარლამენტის წევრის მანდატს, მას არ დაუტოვებია ეს მანდატი, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელ კანდიდატად. ამასთან, ის არის მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრი და დღემდე არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი
3.
რეპუტაციული მოთხოვნის დარღვევა და ურთიერთობა სამოქალაქო სექტორთან. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. მას აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს
4. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის მიმართ. აღნიშნული ფაქტები აღწერილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებში და ფართოდ არის გაშუქებული არაერთი მედია საშუალების მიერ. აღნიშნულის გამო საზოგადოებამ არაერთ პროტესტის ფორმას მიმართა
5.
სამოქალაქო სექტორი უაღრესად მნიშვნელოვანად მიიჩნევს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქვეყნის წარმომადგენელი პირნათლად, დამოუკიდებლად და მაღალპროფესიონალურად ემსახურებოდეს, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე კონვენციის მონაწილე ყველა ქვეყნის ბავშვების ინტერესებს. ამასთან, უკიდურესად მნიშვნელოვანია კანდიდატის შერჩევისას უპირატესი ყურადღება მიექცეს მის რეპუტაციას და დამოკიდებულებას სამოქალაქო სექტორთან. მისთვის მთავარი უნდა იყოს დემოკრატიული ღირებულებები და უმცირესობათა დაცვის უპირატესი ინტერესი, განსაკუთრებით სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვების, მათ შორის, ლგბტქ თემის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა.
წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები (52 ორგანიზაცია), მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები კომიტეტის წევრების არჩევის პროცესში და არ დაუშვათ ქალბატონი სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დამატებითი კორესპონდენციისა და კომუნიკაციისთვის.
ხელმომწერები:
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის - 24 ხელმომწერი ორგანიზაცია
6;
კოალიცია თანასწორობისთვის - აერთიანებს 11 არასამთავრობო ორგანიზაციას
7:
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
უფლებები საქართველო;
კავშირი „საფარი";
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC);
თანასწორობის მოძრაობა;
სხვა ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო;
მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE);
თბილისი პრაიდი - Tbilisi Pride;
იდენტობა-youth;
ქვიარ ასოციაცია „თემიდა";
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი;
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია;
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
ცენტრი „ემპათია";
ქალთა ფონდი საქართველოში;
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია;
კავშირი ქალი და რეალობა;
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია.
___________________________________________________________
5 კოალიცია თანასწორობისთვის გამოეხმაურა სოფიო კილაძის დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ განცხადებას, რომ ის არ აპირებს დაიცვას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მიაჩნია, რომ პირადად მისი გადასაწყვეტია დაიცავს თუ არა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს. აღნიშნულ თემას დიდი პროტესტი მოჰყვა ქვეყანაში-
https://bit.ly/3cNY5YW http://equalitycoalition.ge/article/25;
https://bit.ly/2YqQmee;სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია ლგბტქ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ-
https://bit.ly/2AbOPk8;სოფიო კილაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოხატვის თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა ლგბტქ თემის წევრს, რაც სასამართლო დავის პერიოდში აღმოიფხვრა-
https://ghn.ge/news/217222?fbclid=IwAR338e2UEw1JlykcnCRC2W_4eCPzlCuM8NvBFHG4iFicDBsUs9gkrW-3Oew;სოფიო კილაძე იყენებს სიძულვილის ენას ლგბტქ თემის მიმართ, რაც არაერთხელ გახდა საზოგადოების მხრიდან მისი გაკიცხვის მიზეზი, და რის გამოც სამოქალაქო სექტორი მის გადადგომას ითხოვდა ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან-
https://bit.ly/2BLMsVm; https://bit.ly/30sjaFN;ქალბატონი კილაძე სიტყვიერად თავს ესხმის ადამიანის უფლებათა დამცველებს, რა დროსაც იყენებს საკუთარ ძალაუფლებას და უზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლებას. აღნიშნული ფაქტები ასევე გახდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების პროტესტის საგანი. სამოქალაქო საზოგადოებაზე სოფიო კილაძის თავდასხმის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები გაემართათ-https://bit.ly/2AYnl1q;
https://bit.ly/30t0568,
https://www.radiotavisupleba.ge/a/29752578.html/,
https://phrgeorgia.wordpress.com/2018/05/01/phr-16333/,
https://bit.ly/2UwpWXf;სოფიო კილაძის დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ თავდასხმებს უფლებადამცველებზე გამოეხმაურა ქვეყანაში თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან ადამიანების დაცვის მიზნით შექმნილი ყველაზე დიდი კოალიცია ,,თანასწორობის კოალიცია" და დაგმო მისი მიდგომები უფლებადამცველების მიმართ-
https://bit.ly/2AkrEnD; სოფიო კილაძის მიერ პარლამენტის წევრის ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იძულებული გახდა საჩივრით მიემართა პარლამენტისთვის, რათა ემსჯელათ დეპუტატის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზე-
https://bit.ly/3hdvhfF; სოფიო კილაძის უფლებადამცველებზე თავდასხმას გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House) არაერთ ქვეყანაში-
https://hrht.ge/en/defamatory-and-degrading-statements-towards-human-rights-defenders-by-the-chair-of-the-human-rights-committee-are-alarming/;
6
http://ccy.ge/wevrebi/