დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VEVQI
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 10 ივლ 2020

კონკურსი ფოკუს ჯგუფების ჩასატარებლად

"მედიის განვითარების ფონდი" (MDF) აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზაციებისთვის, ფაქტების გადამოწმების პორტალის "მითების დეტექტორის" აუდიტორიის საჭიროებათა კვლევაზე ფოკუს ჯგუფების ჩასატარებლად.

"მითების დეტექტორი" მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას და ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით სანდო ინფორმაციის მიწოდებას.

შერჩეულმა კანდიდატმა უნდა:

** უზრუნველყოს ფოკუს ჯგუფების დაგეგმვა (მეთოდოლოგიისა და კითხვარის შემუშავება, მონაწილეთა მობილიზება, საველე სამუშაოების დაგეგმვა და სხვ.);
** თბილისში და საქართველოს 3 სხვა ქალაქში ჩაატაროს 8 ფოკუს ჯგუფი (თითოეულ ქალაქში 2) შემდეგ 2 ასაკობრივ ჯგუფში: 18-35 და 36-55;
** თითოეულ ჯგუფში უზრუნველყოს 8 მონაწილის შერჩევა, ჯამში 64 მონაწილე;
** მოახდინოს მონაცემების ანალიზი და მასზე დაყრდნობით, შეიმუშაოს რეკომენდაციები "მითების დეტექტორის" კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და აუდიტორიის მოსაზიდად;
** შემუშავებული რეკომენდაციები მიაწოდოს მედიის განვითარების ფონდს 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა კვლევითი საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** კონცეფცია და სავარაუდო ბიუჯეტი;
** მონაწილეების (კვლევის ხელმძღვანელისა და ჯგუფის წევრების) რეზუმეები;
** ჩატარებული კვლევის, შემუშავებული რეკომენდაციების ნიმუში.

მონაწილეობის მისაღებად, თქვენი შემოთავაზება და თანმდევი დოკუმენტაცია მოგვაწოდეთ ელექტრონული ფოსტით info@mdfgeorgia.ge 2020 წლის 20 ივლისამდე. გთხოვთ, წერილის თემის ველში მიუთითოთ "კონკურსი ფოკუს ჯგუფების ჩასატარებლად".
უკან