დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XKKWT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 13 ივლ 2020

ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა - კონკურსი

მედიის განვითარების ფონდი ნიდერალნდების საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან და PHI საქართველოსთან პარტნიორობით აცხადებს კონკურსს, ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობისათვის:
  1. შექმენით სკოლის გუნდი, რომლის წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5-ს არ გადააჭარბებს. გუნდი წარმოადგენს ერთ სკოლას, რომელიც უნდა აერთიანებდეს პედაგოგებსა და X-XII კლასის მოსწავლეებს;
  2. დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი შემდეგ ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/bzXhkKL8rV5SoeCb7
  3. აპლიკაციაში ატვირთეთ მედიაწიგნიერებაზე საპროექტო განაცხადი, რომელიც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:
    • ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება;
    • ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეო) იდენტიფიცირება:
    • ყალბი ფეისბუკ პროფილის იდენტიფიცირება;
    • მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი;
    • ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიული სტანდარტები;
    • მედიის ფინანსური და მფლობელების გამჭვირვალობა;
    • კიბერუსაფრთხოება;
    • სიძულვილის ენა;
    • მედიაწიგნიერების ინტერაქციული სწავლება;
    • ნებისმიერი თემა, რომელიც მედია და ინფორმაციული წიგნიერების კომპეტენციებს ავითარებს.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების პროექტი შესაძლოა იყოს შემდეგი სახის (თუმცა ეს სია  შეზღუდული არ არის):
    • ონლაინ თამაშის იდეა;
    • ოფლაინ თამაში იდეა (ბანქო, პაზლი და სხვა);
    • ქვიზი;
    • კრეატიული გაკვეთილი მედია და ინფორმაციული წიგნიერების თემაზე;
    • ცნობიერების ამაღლების კამპანია მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაზე (ვიდეო რგოლის სცენარი, სლოგანები, პოსტერები);
    • როლური თამაშები;
    • სხვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს. 

სააპლიკაციო განაცხადებს განიხილავს ჟიური, რომელიც პირველ ეტაპზე გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს. მეორე ეტაპზე გადასული გუნდები ჟიურის წინაშე თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ონლაინ მოახდენენ.

ყველაზე მედიაწიგნიერ სკოლას შესაბამისი პრიზი და კომპიუტერი გადაეცემა.

მე-2 და მე-3 ადგილზე გასული სკოლები სერტიფიკატებით და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

საკონკურსო განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 20 აგვისტო.

პროექტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
უკან