დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SKVJA
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 14 სექ 2020

კონკურსი ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2020

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი” აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად.

თუ გინდა, რომ გაღიარონ 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალაგაზრდად და ხარ 17-დან 28 წლამდე:
  1. 20 სექტემბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/EyfMxHNx3Jo9Y4m57
  2. 25 სექტემბერს 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;
  3. უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.
კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 2 გამარჯვებულს გამოავლენს: 
  • 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას "მითების დეტექტორის” რედაქციაში გაივლის;
  • მე-2 გამარჯვებული კი - on.ge-ს რედაქციაში.
2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დასახელება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე მოხდება.

კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება. კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერია - ინტერნეტ პორტალი On.ge.
უკან