დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CMBXR
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 28 მაი 2014

არასამთავრობოების განცხადება ძალადობრივ ფაქტზე

ჩვენ გამოხატავთ უკიდურეს შეშფოთებას  ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე 27 მაისს განხორციელებული თავდასხმის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას ეს ფაქტი დროულად და ეფექტურად გამოიძიოს, ასევე პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. იმავდროულად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს და საჯარო პირს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებისა და აგრესიის წახალისებისგან.

 

ბოლო ხანებში გახშირდა მოქალაქეებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტები, რაც ცალსახად უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მსგავს შემთხვევებთან მიმართებით გატარებული ზომების არაეფექტურობასა და სახელმწიფოს უუნარობას ადეკვატური სანქციები გამოიყენოს დამნაშავეთა მიმართ. აღნიშნული ტენდენცია შემაშფოთებელია როგორც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე ქვეყანაში სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების დაუბრკოლებლად განხორციელების თვალსაზრისითაც, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ამგვარი ძალადობრივი ქმედებები სწორედ დანაშაულის მსხვერპლთა პოლიტიკურ საქმიანობასა თუ შეხედულებებს უკავშირდება.


ძალადობის პრევენციის აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთათვის ადეკვატური სანქციების დაკისრება., არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დისკურსში ამგვარი ქმედებების ცალსახად და უპირობოდ დაგმობა, რაზეც პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელნი.


აქედან გამომდინარე აღმაშფოთებელია მსგავსი მოვლენებისადმი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება, რომლებიც ცდილობენ გამართლება მოუძებნონ დანაშაულებრივ ქმედებებს და "სამართლიანობის აღდგენასაც" კი უკავშირებენ ადამიანებზე თავდასხმას და ძალადობას, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვერპლი ოპოზიციური პარტიის წევრი ან მხარდამჭერია.


გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შეფასებისას "პირველი რადიოსთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა: "ცუდი ფაქტია თავისთავად. ხალხმა არ უნდა აღადგინოს სამართლიანობა. არ უნდა მივიდეს ხალხი იქამდე, რომ თვითონ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. კონკრეტულად თუ რამე დანაშაული აქვს ჭიაბერაშვილს, განაჩენი დაუდგა მაგას და პასუხი არის განაჩენი. მოტივი რა იყო და რა მოხდა, მე არ შემიძლია ახლა განცხადების გაკეთება. შეიძლება რაღაც შელაპარაკება იყო, შეიძლება რაღაც წინაპირობა ჰქონდა ამას. ეს სამართალდამცავების საქმეა და უნდა გამოიძიონ. ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა. კიდევ ერთხელ მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას" საბაბას, რომ იყვირონ რომ აი, პოლიტიკური ნიშნით გვდევნიანო. რა მოხდა იქ რა ვიცი, იქნებ ჭიაბერაშვილმა დედა შეაგინა, მე რა ვიცი..."


მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკოსის და თანამდებობის პირის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ამართლებს და ახალისებს სიძულვილს, ადამიანების მიმართ აგრესიას, პოლიტიკური ნიშნით მათ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, აზარალებს საზოგადოებას, ხელს უშლის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას, ასევე მომავალი არჩევნების თანასწორ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას, რაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)  

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უკან