მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწვევს დეველოპერებს, გრაფიკულ დიზაინერებს, მედიაწიგნიერებითა და ციფრული ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან 22-23 ოქტომბერს ჰაკათონში - Hacking the fake news - მონაწილეობის მისაღებად.
ჰაკათონის მიზანია, ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების გენერირება, რომელიც ხელს შეუწყობს მავნე ინფორმაციული ოპერაციებისა და ყალბი კონტენტის გამოვლენას.
რას უნდა ველოდოთ?
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 2-6 ადამიანისგან შექმნილი გუნდები მენტორებთან ერთად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შექმნაზე (მაგ. თამაშები, აპლიკაციები, ჩატბოტი და ა.შ.), რაც დეზინფორმაციისა და სხვა მავნე ინფორმაციული ოპერაციების გამოვლენასა და ანალიზს ისახავს მიზნად.
ჰაკათონის თვე დატვირთული იქნება სხვადასხვა ტრენინგებითა და ვორქშოფებით ჩვენი პარტნიორებისგან Bellingcat-დან და Facebook-დან. ტრენინგებში მონაწილეებობის მსურველებმა თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შექმნილი პროდუქტი?
- პროტოტიპი უნდა იყოს ციფრული ინსტრუმენტი (თამაში, აპლიკაცია, ვებგვერდი, ჩატბოტი და სხვ.)
- პროტოტიპი უნდა შეესაბამებოდეს ჰაკათონის მიზანს.
- პროტოტიპი უნდა იყოს მასშტაბური და ადვილად ადაპტრირებადი სხვა ქვეყნებისთვის.
როგორი იქნება ჰაკათონის ფორმატი?
ჰაკათონი გაიმართება ონლაინ სივრცეში. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია თუ მოგვცემს საშუალებას, ფიზიკური სივრცე უზრუნველყოფილი იქნება ქართველი მონაწილეებისთვის.
რა არის პრიზი?
თითოეული გამარჯვებული გუნდი მიიღებს 3000$ პრიზს პროტოტიპის შექმნისთვის.
მონაწილეების შერჩევა მოხდება შევსებული
აპლიკაციების საფუძველზე.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი, 2020 წელი.
ჰაკათონის სამუშაო ენაა ინგლისური. გუნდის მინიმუმ ერთ წევრს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა.