დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XTENV
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 18 ნოე 2020

MDF: კონკურსი მრავალფეროვნების და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე ჟურნალისტური ნაშრომებისთვის

მედიის განვითარების ფონდი (MDF) ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის ჰიდაიას მხარდაჭერით, ,,ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” პროექტის ფარგლებში, იწვევს ჟურნალისტებს მრავალფეროვნების და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხების გაშუქების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 
 
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრობლემის კვალიფიციურ გაშუქებას. 
 
კონკურსის მონაწილეებმა 2020 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ ჟურნალისტური მასალის კონცეფცია შემდეგ თემებზე:
  • ძალადობრივი ექსტრემიზმის ან
  • მრავალფეროვნების საკითხების გაშუქება.
მრავალფეროვნების საკითხები უნდა შეეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ ან ერთდროულად  რამდენიმე ჯგუფს:
  • ეთნიკური მრავალფეროვნება 
  • რელიგიური მრავალფეროვნება
  • მიგრანტები და მათი ინტეგრაცია.
კონცეფციაში მითითებული უნდა იყოს: გაშუქების თემა, გეგმა, სავარაუდო წყაროები, გაშუქების მეთოდი და რომელ მედიაში გამოქვეყნდება მასალა.
ამისათვის აპლიკანტმა უნდა შეავსონ მითითებული აპლიკაციის ფორმა.
 
ჟიური 10 საუკეთესო კონცეფციის ავტორს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოავლენს: 
  • საკითხის აქტუალობა
  • საკითხის შესახებ ავტორის ინფორმირებულობა
  • შემოქმედებითი მიდგომა
  • მედია საშუალების/პლატფორმის დაფარვის არეალი.
გამარჯვებული კონცეფციის ავტორები მოამზადებენ მასალებს და მათ მიერ წინასწარ მითითებულ მედია საშუალებაში ერთ-ერთი ფორმატით გამოაქვეყნებენ: სტატია, ვიდეო სიუჟეტი, აუდიო სიუჟეტი, მულტიმედია, ბლოგი.  
 
გამარჯვებული აპლიკანტები მასალის გამოქვეყნების შემდეგ მიიღებენ ჰონორარს 1000 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი), ხოლო დაჯილდოვების ცერემონიალზე მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცამათ.
 
მონაწილეთა მიერ წარდგენილი საკონკურსო მასალა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: 
  • უნდა გამოქვეყნდეს  ტელევიზიაში, რადიოში, ონლაინ ან ბეჭდურ გამოცემაში, ინდივიდუალურ ბლოგზე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილების შემდეგ, გამარჯვებულებს ინდივიდუალურად გაუფორმდებათ. 
  • თემა უნდა წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის საგანს და ხელს უწყობდეს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას; ასევე აქტუალურ პრობლემებზე საზოგადოების სიღრმისეულ და კვალიფიციურ ინფორმირებას.
  • გამოქვეყნებულ მასალაში დაცული უნდა იყოს მაუწყებელთა ქცევის  კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 დეკემბრამდე უნდა შეავსონ კონცეფციის აპლიკაციის ფორმა ან გამოაგზავნონ საკონკურსო განაცხადი ვორდის ფაილით შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge; წერილში მიუთითეთ კონკურსის დასახელება "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და მრავალფეროვნების გაშუქება”.
 
კონკურსი STRIVE Global program-ის ნაწილია და ფონდ ჰიდაიას და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში" ფარგლებში ტარდება.
უკან