მედიის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს მედია და ინფორმაციული წიგნიერების თემაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის 5 ვიდეო რგოლის დამზადებისა და სოციალური კლიპის სტატუსით მათ ტელევიზიებში განთავსებაზე.
მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კამპანია მიზნად ისახავს:
- მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრების ხელშეწყობას;
- ყალბი ინფორმაციის/ფოტოს/ვიდეოსგადამოწმების უნარების განვითარებას;
- სოციალურ მედიაში ტროლების იდენტიფიცირების უნარების განვითარებას;
- კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი გამოცდილების მქონე კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ინფორმაცია განმცხადებელის შესახებ, სადაც მითითებული იქნება საინფორმაციო, სოციალური თემატიკის ვიდეო კლიპების და სარეკლამო რგოლების შექმნის გამოცდილება და თანდართული იქნება საილუსტრაციო მასალის ბმულები;
- სოციალური ვიდეო რგოლის იდეა და კონცეფცია, რომელიც ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიზნებს შეესაბამება;
- სულ მცირე 2 ნაციონალურ და 2 რეგიონულ მედიაში ვიდეო რგოლების სოციალური კლიპების სტატუსით განთავსების გეგმა.
შეფასების კრიტერიუმები:
- შემოთავაზებული სცენარის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან;
- სცენარის კრეატიულობა და იდეის ინოვაციურობა;
- განმცხადებლების გამოცდილება სოციალური ვიდეო მასალის მომზადებაში;
- ვიდეო რგოლების ტელევიზიებში განთავსების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიის მოცვას.
ბიუჯეტი: 12 000USD (ნულოვანი დაბეგვრა)
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
განაცხადი მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: info@mdfgeorgia.ge; ელ-ფოსტის სათაურში (Subject ველი) უნდა მიუთითოთ „სოციალური ვიდეო რგოლის კონკურსი".