დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
STIUS
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 25 იან 2021

კონკურსი “მითების დეტექტორის” ლაბორატორიაში მსმენელების მისაღებად!

გახდი დოიჩე ველე აკადემისაა და მითების დეტექტორის სერტიფიცირებული ფაქტჩეკერი ან მედია მკვლევარი


მედიის განვითარების ფონდი (MDF), დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაწიგნიერების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და უკვე 153 კურსდამთავრებული ჰყვას.


ჩვენი პროგრამის სლოგანია: დაადგინე სიმართლე შენით!

გსურთ:

  • მიიღოთ ცოდნა მედიაწიგნირებაში,
  • განივითაროთ ინფორმაციისა და მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზის, ასევე ფაქტების გადამოწმების უნარები,
  • შეხვდეთ ამ სფეროს წამყვან მკვლევარებსა და ანალიტიკოსებს,
  • გაიაროთ სტაჟირება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge,
  • და მიიღოთ ფაქტების გადამოწმების ან მედიის მკვლევარის სერტიფიკატი?

მონაწილეობა მიიღეთ მედიაწიგნიერების პროგრამის შესარჩევ კონკურსში.


სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. covid -19 გლობალური პანდემიის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სწავლება გაიმართება დისტანიურად, ონლაინ რეჟიმში, შაბათობით. შეზღუდვების გაუქმების შემთხვევში, ტრენინგები გადაინაცვლებს მედიის განვითარების ფონდის ოფისში.


ტრენინგ მოდული შემდეგ საკითხებს მოიცავს:


  • მედიის როლი და ფუნქციები დამოკრატიულ საზოგადოებაში, ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, მფლობელობა და დღის წესრიგის განსაზღვრა;
  • მედიის გამჭვირვალობა;
  • ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებით და ინსტრუმენტებით: ყალბი ინფორმაცია, ვიზუალი, პროფილები;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • ტრადიციული და სოციალური მედიის კვლევის ინსტრუმენტები და მეთოდები;
  • მულტიმედია პროდუქტის წარმოება
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია.

პროგრამა ითვალისწინებს სტაჟირებას www.mythdetector.ge-ის ვებ-გვერდზე, რაც კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.


კურსის ყველა საფეხურის გავლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეებს, შესაბამისი კვალიფიციკაციის მიხედვით, MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები გადაეცემათ.


კურსის ბოლოს გათვალისწინებულია ფინალური კონკურსი, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომს გამოავლენს, გამარჯვებულებს კურსის დასრულების სერთიფიკატთან ერთად გადაეცემათ სპეციალური პრიზები.


მოთხოვნა:


სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


  • იყოს 18-28 წლამდე ახალგაზრდა;
  • ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
  • ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.


აპლიკაციების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება. მედიის განვითარების ფონდი მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება.


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 558 32 30 30 ან E-MAIL: info@mdfgeorgia.ge


იჩქარეთ, კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდილია!

აპლიკაციების მიღება 5 თებერვალს 23:59სთ-ზე შეწყდება.

უკან