მედიის განვითარების ფონდი (MDF), "დოიჩე ველე აკადემიის" (DWA) მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაწიგნიერების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და უკვე 175 კურსდამთავრებული ჰყვას.
ჩვენი პროგრამის სლოგანია: დაადგინე სიმართლე შენით!
ახალგაზრდებს, ვისაც სურთ:
- მიიღონ ცოდნა მედიაწიგნირებაში,
- განივითარონ ინფორმაციისა და მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზის, ასევე ფაქტების გადამოწმების უნარები,
- გაიარონ სტაჟირება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge
ვიწვევთ მედიაწიგნიერების პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილების მისაღებად.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. covid -19 გლობალური პანდემიის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სწავლება გაიმართება დისტანიურად, ონლაინ რეჟიმში, შაბათობით. საგანაგებო მდგომარეობის გაუქმების და კარანტინის წესების შეცვლის შემთხვევში ტრენინგები გადაინაცვლებს მედიის განვითარების ფონდის ოფისში.
მედიის როლი და ფუნქციები დამოკრატიულ საზოგადოებაში, ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, მფლობელობა და დღის წესრიგის განსაზღვრა;
- მედიის გამჭვირვალობა და სხვა;
- ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებით და ინსტრუმენტებით: ყალბი ინფორმაცია, ვიზუალი, პროფილები
- კიბერუსაფრთხოება
- მულტიმედია პროდუქტის წარმოება
- მონაცემთა ვიზუალიზაცია.
პროგრამა ითვალისწინებს სტაჟირებას
www.mythdetector.ge-ის ვებ-გვერდზე, რაც კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.
კურსის ბოლოს გათვალისწინებულია ფინალური კონკურსი, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომს გამოავლენს, გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები, საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი კი დოიჩე ველე აკადემიის ყოველწლიურ გლობალურ მედია ფორუმზე გაემგზავრება.
კურსის ყველა საფეხურის გავლის შემდეგ პროგრამის მონაწილეებს MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები გადაეცემათ.
მოთხოვნა:
სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იყოს 18-28 წლამდე ახალგაზრდა;
- ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
- ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.
აპლიკაციების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 558 32 30 30 ან E-MAIL: info@mdfgeorgia.ge
იჩქარეთ, კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდილია!
აპლიკაციების მიღება 30 აპრილს შეწყდება.