დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JBYQU
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 19 აპრ 2021

“მედიის განვითარების ფონდი” აცხადებს ვაკანსიას ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის “მითების დეტექტორის” ინგლისურენოვანი რედაქტორის პოზიციაზე

"მედიის განვითარების ფონდი” აცხადებს ვაკანსიას ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის "მითების დეტექტორის” ინგლისურენოვანი რედაქტორის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:
  • ფაქტების ანალიტიკოსების მიერ მომზადებული სტატიების თარგმნისთვის ადაპტირება და ინგლისურ ენაზე თარგმნა; 
  • ინგლისურენოვანი მასალების ქართულად თარგმნა;
  • მჭიდრო თანამშრომლობა კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის გუნდთან და ინგლისურენოვანი მასალების სოციალურ მედიაში პოპულარიზაცია; 
  • საჭიროებისამებრ, მედიის განვითარების ფონდის ინგლისურენოვანი ვებ-გვერდისთვის სხვა ტიპის მასალების, ანგარიშებისა და ოპ-ედების შექმნა ინგლისურ ენაზე და რედაქტირება; 
  • ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:
  • ინგლისურ ენაზე მასალების თარგმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი);
  • მუდმივად და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური მასალების ინგლისურ ენაზე წერის უნარი და გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მუშაობის პროცესში, მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვა; 
  • კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2600 ლარი, გადასახადების ჩათვლით. 
სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ:

** რეზიუმე (CV);
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს; 
** ინგლისურ ენაზე თარგმნილი მასალის ნიმუში (იმ შემთხვევაში, თუ გამოქვეყნებულია, გთხოვთ, მოგვაწოდეთ ბმულის სახით). 

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge | წერილის საგანში მიუთითეთ ინგლისურენოვანი რედაქტორი.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. გასაუბრებაზე შერჩეულ კანდიდატებს შესაძლოა ჩაუტარდეთ გამოცდა ინგლისურ ენაზე ანალიტიკური მასალის თარგმნისა და ადაპტირების შესახებ.
უკან