დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ESZNK
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 13 აგვ 2021

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით,   საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება აღქმას ტოვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების  რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლების და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებია. 


მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის  ბრძანების საფუძველზე საავტორო გადაცემის „კვირის ინტერვიუ" წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში/არაერთგზის დარღვევაა. 


Ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის  5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური ძალადობას  და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას.  ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადაო ჟურნალისტურ გამოძიებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. Პირდაპირ ეთერში მან  განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას".  


ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართეს და წამყვანის არხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნა გაჟღერდა „ალტ ინფოს" მიერ 2021 წლის 12 ივლისსაც. ამ დღეს ჟურნალისტი მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციასთან დაპირსპირებისას ის დროებით დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ ხელი  მოტეხა


მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში  ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმეტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად. 


ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებული მედია გარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს  ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკული მოსაზრებებს უკავშირდება. 



ხელმომწერი ორგანიზაციები: 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

მაუწყებელთა ალიანსი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

სატელევიზიო ქსელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ღია საზოგადოების ფონდი OSGF

უკან