დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YYPNL
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 13 ოქტ 2021

კონკურსი EaP Media Hub-ის წევრი ჟურნალისტებისთვის პარტნიორული მასალების მოსამზადებლად

მედიის განვითარების ფონდი (MDF), კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტთა ქსელის (EaP Media Hub) წევრი ჟურნალისტებისთვის პარტნიორული მასალების მოსამზადებლად, პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურ საერთო თემებზე. საკონკურსო მასალა შესაძლოა, შეეხებოდეს ქვემოთჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ ან რამდენიმე თემას და აქტუალური იყოს სულ მცირე 2 ქვეყნისთვის. კერძოდ:

  • ეკონომიკა
  • პოლიტიკა
  • მიგრაცია
  • რელიგია
  • განათლება
  • ჯანმრთელობა
  • უსაფრთხოება
  • ჰიბრიდული ომი
  • კიბერუსაფრთხოება
  • არჩევნები
  • ისტორია
  • სხვა

საგრანტო კონკურსში მონაწილოების პირობები:

  • ჟურნალისტური მასალა უნდა ეხებოდეს იმ თემებს, რაც საერთოა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის;
  • საგრანტო განაცხადის წარდგენისას, აუცილებელი პირობაა, განმცხადებელი იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის სულ მცირე 2 ჟურნალისტი;
  • საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის, განმცხადებლები აუცილებლად უნდა იყვნენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჟურნალისტთა ქსელის (EaP Media Hub) წევრები;
  • გამარჯვებულმა კანდიდატებმა საკონკურსო მასალები უნდა მოამზადონ და გამოაქვეყნონ არა უგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრისა;

განცხადების წარდგენა:

  • კონკურსში მონაწილოების მსურველებმა უნდა შეავსოთ საგრანტო განაცხადის აპლიკაცია;
  • საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 29 ოქტომბერი


    საგრანტო თანხის ოდენობა და გრანტის გაცემის წესი:

    • გამარჯვებული განმცხადებლები ერთ პროექტზე, რომელიც სულ მცირე 2 სხვადასხვა ქვეყნის მედიაში გამოქვეყნდება მიიღებენ საგრანტო ჰონორარს 1400 ევროს ოდენობით;
    • თანხა გაიცემა საკონკურსო ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ.
    • ჟიური გამოავლენს 4 საუკეთესო ნაშრომს

    არასრულად, ან, დაგვიანებით შევსებული საგრანტო განაცხადები არ განიხილება!კონკურსში გამარჯვებულებს ჟიურის გადაწყვეტილება 2021 წლის 5 ნოემბერს ეცნობებათ

  • უკან