დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MAKNX
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 03 თებ 2022

MDF აცხადებს ვაკანსიას ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის “მითების დეტექტორის” რედაქტორის მოადგილის პოზიციაზე

"მედიის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის "მითების დეტექტორის” რედაქტორის მოადგილის პოზიციაზე.


ძირითადი ვალდებულებები:


  • მედიამონიტორინგის შედეგების ყოველდღიური ანალიზი და ფაქტების გადამოწმებისთვის თემების შერჩევა; 

  • ყოველდღიური დაგეგმვა და გრძელვადიანი თემების მოძიება; 

  • ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;

  • ანალიტიკური სტატიების წერა;

  • ფაქტჩეკერების გუნდის მართვა - ინფორმაციის მიღება, სტატიების დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; 

  • ფაქტჩეკერების ნაშრომების რედაქტირება;

  • საერთაშორისო პარტნიორებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;

  • ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.


კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:


  • ჟურნალისტად/ფაქტჩეკერად/რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

  • მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი;

  • ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;

  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება მედიისა და კომუნიკაციის სფეროში);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.


ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით. 


სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.


დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 14 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ:


** რეზიუმე (CV);

** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს. 


საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge | წერილის საგანში მიუთითეთ რედაქტორის მოადგილე.


გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact-checking) და ინგლისური ენის ცოდნაში.


უკან