დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PHPRL
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 16 ნოე 2022

კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად

მედიის განვითარების ფონდი ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერითა და The Critical Mass LLC-თან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის:

  1. შექმენით სკოლის გუნდი, რომლის წევრთა რაოდენობა ხუთს არ გადააჭარბებს. სკოლის გუნდი პედაგოგებსა და X-XII კლასის მოსწავლეებს უნდა აერთიანებდეს;
  2. დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი შემდეგ ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია;
  3. აპლიკაციაში ატვირთეთ საპროექტო განაცხადი, რომელიც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ, მედია და ინფორმაციულ წიგნიერებასთან დაკავშირებულ თემას:
  • ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება;

  • ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეო) იდენტიფიცირება;

  • ყალბი ფეისბუქ პროფილის (ტროლის) იდენტიფიცირება;

  • მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი;

  • ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიული სტანდარტები;

  • მედიის ფინანსური და მფლობელების გამჭვირვალობა;

  • კიბერუსაფრთხოება და კიბერბულინგი;

  • სიძულვილის ენა;

  • მედიაწიგნიერების ინტერაქციული სწავლება;

  • ნებისმიერი თემა, რომელიც მედია და ინფორმაციული წიგნიერების კომპეტენციებს ავითარებს.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების პროექტი შესაძლოა იყოს შემდეგი სახის (თუმცა ეს სია ამომწურავი არ არის):

  • ონლაინ თამაშის იდეა;

  • სამაგიდო თამაშის იდეა (ბანქო, ფაზლი და სხვ.);

  • ქვიზი;

  • კრეატიული გაკვეთილი მედია და ინფორმაციული წიგნიერების თემაზე;

  • ცნობიერების ამაღლების კამპანია მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაზე (ვიდეო რგოლის სცენარი, სლოგანი, პოსტერი);

  • როლური თამაშები;

  • სხვა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს. 

 

საპროექტო განაცხადებს განიხილავს ჟიური, რომელიც პირველ ეტაპზე გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს. მეორე ეტაპზე გადასული გუნდები თავიანთ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში გაიმართება. 

 

გამარჯვებულ გუნდს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის პრიზი და ლეპტოპი გადაეცემა.

 

მე-2 და მე-3 ადგილზე გასული სკოლები სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.


საკონკურსო განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: მარიამ ახალკაცი mariama@mdfgeorgia.ge, +995 32 2 11 20 26


 
უკან