დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JITIH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 16 დეკ 2022

MDF აცხადებს ვაკანსიას მედია ანალიტიკოსის პოზიციაზე


მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მედია ანალიტიკოსის პოზიციაზე.


ძირითადი ვალდებულებები:


  • მედია მონიტორინგის მონაცემების ყოველდღიური დამუშავება (რაოდენობრივი და თვისებრივი)

  • მონაცემების ანალიზი გზავნილების, წყაროების, ტერმინოლოგიის და მეთოდოლოგიით განსაზღვრული სხვა ინდიკატორების მიხედვით

  • კვლევის მიგნებების საფუძველზე ანგარიშების მომზადება

  • მედია მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება


კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

  • ჟურნალისტური ან მედია კვლევების ჩატარების გამოცდილება;

  • თემატური მონიტორინგის წარმოების გამოცდილება;

  • მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი MS Excel-ში;

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება მედიისა და კომუნიკაციის სფეროში);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • პრეზენტაციის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი.


ანაზღაურება: 800 დოლარის ეკვივალენტი ლარებში (დასაბეგრი)

სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.

  • დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ:
    რეზიუმე (CV);

  • ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.



საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge. წერილის საგანში მიუთითეთ „მედია ანალიტიკოსი".


შერჩევა მოხდება ორ საფეხურად  - წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან  ტესტირებას, ხოლო მათგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. 

უკან