დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SZCQY
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 06 მარ 2023

მედიის ადვოკატირების კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები. ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ფონზე,[1] ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა, რა დროსაც ადგილი აქვს ჟურნალისტების უკანონო დაკავების, პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვის, არ შეშვების თუ გაძევების ფაქტებს.

ამ ფონზე, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმართულია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პარლამენტი უუქმებს ცალკეული მედიის, პუბლიკის და ტაბულას,[2] ჟურნალისტებს აკრედიტაციას ერთი თვის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ახორციელებენ და კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის უფლებით სარგებლობენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, უზრუნველყოს მედიისთვის კონსტიტუციით დადგენილი უფლებების დაცვა და მათთვის პარლამენტში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საშუალება ექნებათ, თავისუფლად შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჟურნალისტებს შესაბამისი იურიდიული დახმარება გაუწიოს.
ცხელი ხაზი : 555 795 776

[1] მედიის ადვოკატირების განცხადება: shorturl.at/chAS9
[2] სტატიები: პუბლიკა: პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის" სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა https://bit.ly/3L21yHV ; ტაბულა: აგენტების კანონის გაპროტესტების გამო ტაბულას, პუბლიკის ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერეს https://bit.ly/3IOVEXT
 
უკან