განცხადებები
ძირითადი ვალდებულებები:
ჟურნალისტად/ფაქტების ანალიტიკოსად/რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი;
ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;
უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება მედიისა და კომუნიკაციის სფეროში);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.
დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 17 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ:
** რეზიუმე (CV);
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge | წერილის საგანში მიუთითეთ რუსულენოვანი რედაქტორი.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact-checking) და ინგლისური და რუსული ენების ცოდნაში.