დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RRXJV
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 07 მაი 2024

განცხადება მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეთა შესარჩევად

განცხადებების მიღება საზაფხულო ბანაკში 7 ივნისამდე გახანგრძლივდა! 

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად. 


4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების - "მითების დეტექტორის” და "მალდიტასა” ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან. 


საზაფხულო ბანაკი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართება, რა დროსაც მონაწილეები ცოდნასა და უნარებს შემდეგ საკითხებში გაიღრმავებენ:

  • ინფორმაციული ქაოსი და ახალი მედიაეკოსისტემა
  • ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია
  • ვიზუალური მანიპულაციის ტიპები და მათი გადამოწმების ტექნიკები
  • გეოლოკაციის მეთოდისა და ინსტრუმენტების გამოყენება
  • სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების ვერიფიკაცია
  • სოციალურ მედიაში კონტენტის შექმნის ტექნიკები

ბანაკი ყაზბეგში 2024 წლის 11-14 ივლისს გაიმართება.


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • თუ ხარ 18-25 წლის ახალგაზრდა;
  • გაქვს მედიაწიგნიერების პროექტის იდეა, რომელსაც საზაფხულო ბანაკის დროს განავითარებ;
  • შეავსე აპლიკაციის განაცხადი:  https://forms.gle/8wpeUdKsbVe9eVUw5
  • და სააპლიკაციო ფორმაში ფაილის სახით ატვირთე ან განათავსე ბლოგის/ვლოგის ბმული ან სააპლიკაციო ფორმაში შეავსე სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების თემით დაინტერესებაზე შენს შეხედულებებს გაგვიზიარებ;
  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

საკონკურსო ბლოგი/ვლოგი/სამოტივაციო წერილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შეეხებოდეს მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის თემას;
  • ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას და გამოიგზავნოს ვორდის დოკუმენტის ან ბმულის სახით;
  • თუ მონაწილე ბლოგის ნაცვლად ვლოგის ფორმატში გადაწყვეტს საკუთარი მოსაზრების გამოხატვას, ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წთ-ს; 
  • სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.

საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 2024 წლის 7 ივნისია. 


მედიის განვითარების ფონდი გამარჯვებულ აპლიკანტებს ივნისში დაუკავშირდება.


ბანაკში მგზავრობა, ცხოვრება და ტრენინგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ტრენინგის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. 


მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა.  

https://mythdetector.ge  https://mdfgeorgia.ge


Maldita.es (მალდიტა.ეს) 

Maldita.es არის დამოუკიდებელი ესპანური ჟურნალისტური პლატფორმა, რომელიც ფაქტების გადამოწმებისა და მონაცემთა ჟურნალისტიკის მეშვეობით დეზინფორმაციისა და საჯარო დისკურსის შესწავლაზეა ფოკუსირებული.  

 https://maldita.es


EUvsDisinfo


EUvsDisinfo არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის „აღმოსავლეთ სტრატკომის" (East Stratcom Task Force) ფლაგმანი პროექტი.


ის 2015 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ევროკავშირზე, მის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მქონე რუსეთის ფედერაციის დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანიების უკეთ პროგნოზირებას, მათ მიმართ მოქმედებას და მათზე რეაგირებას.

https://euvsdisinfo.eu/ka/about-ka


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ბრიუსელში მომუშავე ევროკომისიის წარმომადგენელი სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში, კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

წარმომადგენლობის როლი არის საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცება.

https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia_ka

უკან