დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BWPOR
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 18 ივნ 2024

“ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე”: ბლოგების/ვლოგების კონკურსი ახალგაზრდებისთვის

"მედიის განვითარების ფონდი” (MDF), დანიურ ორგანიზაციასთან "The WHY Foundation” (TWF) პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემაზე საუკეთსო ბლოგის/ვლოგის გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან  უნდა მოამზადონ ბლოგი ან ვლოგი დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების თემაზე.  


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • თუ ხარ 15-30 წლის ახალგაზრდა
  • შეავსე აპლიკაციის განაცხადი:  https://forms.gle/LT6THpnxY2yzr1su7 
  • სააპლიკაციო ფორმაში ფაილის სახით ატვირთე ან განათავსე ბლოგის ან ვლოგის ბმული.

 საკონკურსო ბლოგი/ვლოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შეეხებოდეს დემოკრატიისა და ადამიანი უფლებების თემას
  • ბლოგი უნდა  გამოიგზავნოს ვორდის დოკუმენტის ან ბმულის სახით, სასურველია, არ  აღემატებოდეს 500 სიტყვას 
  • თუ მონაწილე ვლოგის ფორმატში გადაწყვეტს საკუთარი მოსაზრების გამოხატვას, სასურველია, ვიდეოს ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 3-5 წთ-ს

საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 30 ივლისია.


სპეციალურად შერჩეული ჟიური საკონკურსო ნაშრომების საფუძველზე 4 გამარჯვებულს გამოავლენს:

  • მთავარი პრიზის მფლობელი ლეპტოპით დაჯილდოვდება, 
  • I, II და III ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი ტაბლეტები (ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები) გადაეცემათ.

გამარჯვებულები შესაბამისი სერტიფკატებით დაჯილდოვდებიან.


შერჩევის დროს ყურადღება მიექცევა საკითხის აქტუალობას და გადმოცემის ფორმას. 


საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თბილისში, სექტემბერში გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორები. რეგიონებიდან მონაწილეთა მგზავრობის ხარჯების დაფინანსებას მედიის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

     

პროექტის შესახებ


პროექტი "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის”, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF)  "The WHY Foundation” (TWF)-თან პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში. 


MDF-ის შესახებ


მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა. 


2014 წელს MDF-მა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორი” დააფუძნა. 2019 წლიდან "მითების დეტექტორი” პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (IFCN), ხოლო 2023 წლიდან ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია. 2020 წლის სექტემბრიდან "მითების დეტექტორი” Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს.


TWF-ის შესახებ


The Why Foundation 2004 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი ხარისხის დოკუმენტურ ფილმებზე თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს. TWF-ის მიზანია ამბების თხრობის გზით მოქალაქეები ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ჩართოს.

უკან