დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SBWTP
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 28 ნოე 2024

კონკურსი 2024 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საბჭოთა კვლევების ლაბორატორია (SovLab), ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2024 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად. ეს კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა, შეამოწმოთ თქვენი ცოდნა მედიაწიგნიერებაში ქვიზების კონკურსის თემატიკაა:
  • საბჭოთა პროპაგანდის მეთოდები,
  • ოპერაცია ინფექცია და სხვა აქტიური ღონისძიებები,
  • ცივი ომის პერიოდში და დღევანდელ მედიაში NATO-სთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია.

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და საბჭოთა პროპაგანდის მეთოდების და აქტიური ღონისძიებების შესახებცოდნის გაღრმავება.

თუ გინდა, რომ 2024 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა გახდე და ხარ 17-დან 25 წლამდე:

  • 8 დეკემბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/vwrvkpNszty7VrK96

  • დაელოდე კონკურსის მონაწილეობის ინსტრუქციას ელ.ფოსტაზე (არ დაგავიწყდეს არც spam-ის შემოწმება)

  • 14 ნოემბერს 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;

  • უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 4 გამარჯვებულს გამოავლენს:

  • წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ლეპტოპით დაჯილდოვდება,

  • I, II და III ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი ტაბლეტები (ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები) გადაეცემათ.


2024 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე გაიმართება.

უკან