დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XXAAB
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 10 ოქტ 2025

კონკურსი 2025 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად

მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში,  აცხადებს ქვიზების კონკურსს 2025 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად. კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობა. 


თუ გინდა, რომ 2025 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა გახდე და ხარ 17-დან 25 წლამდე:

  • 18 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/4pJREZma43iFQjWp9 

  • დაელოდე კონკურსის მონაწილეობის ინსტრუქციას ელ.ფოსტაზე (არ დაგავიწყდეს არც spam-ის შემოწმება)

  • მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც 24 ოქტომბერს დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;

  • უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.


კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს:

  • წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის 300-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება;

  • II და III ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი ჯესიკა აროს ბესტსელერი "პუტინის ტროლები" და MDF-ისგან ბრენდირებული საჩუქრები გადაეცემათ. 


უკან