დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OMHQS
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 12 მაი 2014

განცხადება მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებების გამო

ჩვენ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებები, რომელიც მან გაზეთ "ვერსიასთან" 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 

მინისტრის მიერ ლგბტ პირების "ავადმყოფებად" და "სექსუალური გადახრის" მქონე ადამიანებად მოხსენიება აღვივებს სიძულვილს ლგბტ თემის მიმართ და არ შეესაბამება განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე პირების მიმართ მედიცინასა და სამართალში საყოველთაოდ აღარებულ მიდგომებს, რაც ყველა ადამიანის უმაღლეს ფასეულებად აღიარებისა და მისი უფლებების დაცვის უნივერსალობის პრინციპს ეფუძნება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მსგავსი რიტორიკის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ასეთი გზავნილები ხელს უწყობს განსხვავებული გენდერული იდენტობის ადამიანიების მიმართ საზოგადოებაში შეუწყნარებლობის ატმოსფეროს გაძლიერებასა და ლეგიტიმაციას, რისი ძალდობრივი და მასშტაბური გამოვლინებაც  2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. სამოქალაქო საზოგადოების მიერ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის პროცესის დაკნინება კი მინისტრის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის არასწორ გააზრებასა და ლგბტ პირთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობის არცოდნას აჩვენებს.

 

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დავით დარახველიძემ თავის საჯარო გამოსვლებში ადამიანთა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას მიმართა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს მის მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებების გამო სამოქალაქო სექტორმა მიმართაპრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის დავით დარახველიძის ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით. 

 

მივმართავთ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ განცხადებაზე, რაც წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის   კონცეფციასთან.  ამ მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შეიმუშავოს  გრძელვადიანი ხედვა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მისი წევრების მიერ სიძულვილით მოტივირებული განცხადებების პრევენციის მიზნით.

 

მედიის განვითარების ფონდი, MDF

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,EMC

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS

 

იდენტობა

 

საფარი

 

კონსტიტუციის 42- მუხლი

 

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, TI

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

 

ასოციაცია "ლგბტ საქართველო"

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, GISS

 

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი, GIEV

 

მედია კლუბი "ფრონტლაინ ჯორჯია"

უკან