დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XGYSH
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

ტელეკომპანია "იმედის" საქმე

26 მარტს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პანორამას" შემოქმედებითი ჯგუფი გამოეხმაურა მედიის განვითარების ფონდის (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ერთობლივ განცხადებას სამცხე-ჯავახეთის შესახებ დისკრიმინაციული სიუჟეტის გამო.

ინტერნეტ-პორტალ media.ge-სთვის მიცემულ წერილობით კომენტარში გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნას, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეების შეფასება ზედმეტად განზოგადებულია. ჯგუფი ასევე ითვალისწინებს ორგანიზაციების რჩევას, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და მათ შორის ურთიერთობების შესახებ თემების გაშუქებას და გამოთქვამს მზადყოფნას, გაითვალისწინოს ყველა კონსტრუქციული შენიშვნა და რჩევა.
უკან