დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XRMLG
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

საინფორმაციო კამპანია ქალთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის წახალისების მიზნით

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები ჩატარდა:

1. მოძრავი გამოფენა "ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისათვის" საქართველოს ექვს ქალაქში - თბილის, ახალციხე, მარნეული, გორი, ქუთაისი, ბათუმი - ჩატარდა.

გამოფენის მიზანია ისტორიული მაგალითების საფუძველზე წაახალისოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. წარმოდგენილი ექსპონატები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვ.) საზოგადოებრივ აქტივობას ასახავს.

2. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა მოამზადა შემდეგი შინაარსის 4 საინფორმაციო კლიპი:

  • საქართველოს1921 წლის კონსტიტუციაში არსებული გენდერული თანსწორობის გარანტიები, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ქალები (ელეონორა ტერ-არსეგოვა მახვილაძე, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე);
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესული ცვლილებები ანსხვავებული სქესი წარმომადგენლების საარჩევნო სიებში ასახვის შემთხვევაში, საბიუჯეტი დაფინანსების გაზრდის თაობაზე;
  • ნინო ყიფიანი პოლიტიკური აქტიურობის მნიშვნელობის შესახებ;
  • კატო მიქელაძე ქართველი ქალების პოლიტიკური აქტივობების შესახებ.

 

http://gendermediator.org.ge/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/m280


უკან