დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XQMLH
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

"მრავალფეროვნების სკოლის" მედია კონკურსი

"მრავალფეროვნების სკოლის" მსმენელთათვის გამოცხადებული მედია კონკურსის გამარჯვებულები 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოვლინდნენ.

კონკურსის ჟიური:

დავით პაიჭაძე - ილიას უნივერსიტეტი, მედიასკოლა,

გიორგი ტუღუში -საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,

რამაზ აფციაური -გაეროს ასოციაცია,

ქეთევან მსხილაძე -მედიის განვითარებისფონდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი,

ეკა ჭითანავა -ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.

გამარჯვებულები:

პირველ ადგილზე გავიდა ჯეიხუნ ნარზალოვ ადრეული ქორწინების შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის;ჯეიხუნი მარნეულის სოფელ ბეგლიარიდან არის. 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და ქართული ენის მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს. ის ამჟამად მეოთხე კურსის სტუდენტია.

 


მეორე ადგილი მოიპოვა გაიანე აკოჯიანმა ბლოგისთვის"ორჯის საჯარო სკოლა", გაიანე ახალქალაქის სოფელ ორჯიდანაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგის სპეციალობით მას შემდეგ სწავლობს, რაც 2012 წელს ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარა და ქართული ენის მოსამზადებელი კურსი გაიარა. არის სამოქალაქო აქტივიზმის თბილის ახალგაზრდული ქსელის წევრი.



მესამე ადგილზე გავიდა მანია ზალალიანი დუხბორების შესახებ მომაზადებული სიუჟეტისთვის. მანიამ ნინოწმინდის რუსული საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრებისთანავე 4+1 პროგრამით ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა. ქართული ენის მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ინგლისურ ენას ეუფლება. იგი ამჟამად პირველი კურსის სტუდენტია.

 

 სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ:

თამუნა ჯანჯულია აფხაზეთის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის. თამუნა გალიდანაა. კვოტირების პროგრამით მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებით ბაკალავრიატი დაამთავრა. ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლობს. ბაკალავრიატის დამთავრებისშემდეგ თამუნასტაჟირებას ტელეკომპანიაTV 3-ში გადის.



ლუსინე პიჩიკიანი ბლოგისთვის "ჩემს შესახებ". ლუსინე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია . ამჟამად ის ლატვიის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლება.ლუსინე ახალქალაქიდანარის. მანსკოლა 2010 წელსდაამთავრა დაიმავე წელსკვოტირების წესითჯავახიშვილის სახელობისსახელმწიფო უნივერსიტეტშიქართული ენისმოსამზადებელ პროგრამაზეჩაირიცხა. ჩაბარებულიაქვს ქართულიენის სასერტიფიკატოგამოცდა.

უკან