წარმატებული საქმეები
კონკურსის ჟიური:
ნინო დანელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თიკო ცომაია - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ნინო ცინცაძე - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI
ნელი აგირბა - რუსთავი 2
ქეთი ქარდავა - საზოგადოებრივი მაუწყებელი
კონკურსში "ქალები ცვლილებებისთვის"გამარჯვებულები:
თეიმურაზ სირაძე
"მერე რა, რომ, ქალი ვარ. ჯარისკაცები და ქვემდგომი ოფიცრები ბატონო ასმეთაუროთი მომმართავენ. ვატყობ, რომ, ჩემი რიდი და ხათრიც აქვთ. სულ ახლახანს კი მითხრეს, თურმე, ეშინიათ კიდეც ბიჭებს ჩემი, მაგრამ, მე არ ვთვლი, რომ, ეს, ასეა", - ამბობს თამარ მღებრიშვილი.
თამარი 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე ავღანეთში ბაგრამის ბაზაზე მეკავშირე ოფიცრად მსახურობს. 2013 წელს სამშვიდობო მისიით ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებოდა. 2008 წლის თებერვლიდან მე-5 ქვეით ბრიგადაში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურის მოადგილედ, ასეულის მეთაურად, ბატალიონის S-6-ის უფროსად, ბრიგადის G-6-ის დაგეგმარების ოფიცრად მსახურობდა. 2012 წელს იტალიაში, ნატოს სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლა. 2007-2008 წლებში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი გაიარა. სამხედრო სფეროთი კი სახელმწიფოუნივერსიტეტისჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას, ბეჭდურ მედიაში პრაქტიკული კურსის გავლის დროს დაინტერესდა. დიპლომიც სამხედრო ჟურნალისტიკის თემატიკაზე დაიცვა. მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. თამარ მღებრიშვილი გენერლობაზე ოცნებობს.
მანანა მამაგულაშვილი
"მე არ მინდა ვიცოდე იმ თავისუფლების შესახებ, თუ არ მექნება თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა", - ამბობს ლუიზა მუთოშვილი.
ლუიზა რესპუბლიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" პროგრამის ფარგლებში დუისის სკოლაში, ხოლო კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) პროგრამისფარგლებში წინუბნის სკოლაში ქართულ ენას ასწავლის.
ნანა ბაგალიშვილი
"რა მინდა ცხოვრებაში?თანასწორობა! თანასწორობა! თანასწორობა და ადამიანეაბის ნიჭების აღმოჩენა იმისთვის, რომ - „მე", „შენ", „ჩვენ", „ის" და „ისინი" საბოლოოდ გავხდეთ „მთლიანი ჩვენ" და ერთად ვაკეთოთ საქმე, რაც ჩვენს კეთილ დღეობას/კეთილმყოფობას გამოადგება.კიდევ, მინდა, რომ ყველა ბავშვს, მოზარდსა თუ ზრდასრულს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. მუდმივად მინდა იზრდებოდნენ ჩემი ცის ქვეშეთის ადამიანებში და ამ პროცესის რამდენადმე ხელშემწყობი მეც ვიყო", - ამბობს ნანა.
მისი გმირი კი ქეთევან ხიდაშელია.
„ქალს სოფლად საზოგადოება უნდა დაეხმაროს, შემცირდეს სტერეოტიპები მისი როლის მიმართ. თითქოს ერი და ბერი შევთანხმდით, რომ ქალი ადამიანია პირველ რიგში და მერე – ქალი, მაგრამ აქვთ ცვლილების შიში, უნდათ ცვლილება, მაგრამ სწავლა – არა, სურთ ცვლილება, თუმცა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეჭიდებიან ნეგატიურ სტერეოტიპებს…", - ამბობს ქეთევანი.
ქეთევანი თვლის, რომ მისი სამოქალაქოაქტივისტად ჩამოყალიბებისპირველი ეტაპიმას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახთან ერთად თბილისიდან საცხოვრებლად ოზურგეთში,სოფელ დვაბზუში გადავიდა.ფონდტასოს პროგრამების ფარგლებში ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. 2010წელს კი არასამთავრობოორგანიზცია "ქალებირეგიონის განვითარებისთვის”დააფუძნა.
ლიკა ენუქიძე
ლიკა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გადაცემა"ქრონიკის” სტაჟიორიჟურნალისტია. კინომცოდნეობის პროფესიას შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტეტში ხელოვნებისა და სოციალურმეცნიერებათა ფაკულტეტზე დაეუფლა. 2014 წელს დაამთავრაბ. პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა. გავლილი აქვს PR School-ის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი.სხვადასხვა დროსმუშაობდა ეროვნულსკრინინგ ცენტრში,ასევე საპატრიარქოს ტელევიაზია ”ერთსულოვნებაში”.
"ისინი დღეს ცეკვის ხასიათზე არიან. რეაბილიტაცია ქართული ხალხური მუსიკის თანხლებითაა – ხელის მოძრაობა პოსტოპერაციული შეშუპების მოსახსნელადაა აუცილებელი. მათი ასაკი 40-დან 75 წლამდეა. შეუპოვარი სული სხეულს აჯანსაღებს...
ახლა თინა ბერუჩაშვილი მარტო აღარაა, ის 300-ზე მეტ თანამებრძოლთან ერთად სხვა ქალების ცხოვრების შეცვლისთვის იბრძვის", - წერს ლიკა ენუქიძე თინა ბერუჩაშვილის შესახებ, რომელიცძუძუს კიბოსდიაგნოზით ნაოპერაციევი ქალბატონების გაერთიანების"გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელია.
თინა ბერუჩაშვილი ეროვნული სკრინინგ ცენტრის გენერალური მენეჯერია. მისი ინიციატივით, 2009 წელს დაფუძნდა „გამარჯვებულ ქალთა კლუბი", რომელიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ ქალბატონებს აერთიანებს. კლუბის მიზანია ონკოპაციენტების მხარდაჭერა, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და სოციალიზაცია. 2011 წელს მას ვარშავაში ნდობისა და აღიარებისათვის მე-6 საერთაშორისო ჯილდო "ოქროს ბუ" გადაეცა.
შორენა ტყეშელაშვილი
შორენა ინტერნეტ-გაზეთ "მასწავლებელის” ბლოგერია. იგი პროფესიით ჟურნალისტია. დაამთვრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. რადიო "ძველ ქალაქში" დილის პროგრამის წამყვანად მუშაობდა, ასევე ამზადებდა გადაცემას ახალგაზრდების თემატიკაზე.
”ძალზედ უაყოფითი რეაქცია აქვსყველას გენდერულ თანასწორობაზე, განსაკუთრებით თუკი ფემინიზმს ახსენებ. ყველას ჰგონია, რომეს მარტო ქალების პრობლემაა დაარა მთლიანად საზოგადოების, ზოგი ამაში საერთოდ ვერხედავს ვერანაირ პრობლემას”, - ამბობს შორენას ბლოგის გმირი, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი”-ს დამფუძნებელი ელენე კვერნაძე.
ელენე საქართველოს გაეროსასოციაციაში პროგრამების ოფიცერია. არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, ის აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და გენდერზე და ფემინიზმზე ლექციებს კითხულობს. განათლება ამერიკაში, ვებერის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის განხრით მიიღო. ელენემ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაინახე, გაიგე, დაარღვიე დუმილი” დააფუძნა.
"ნათელა მასწავლებლის გაკვეთილზე გავიგეთ, რომ ქალი იგივე უფლებით სარგებლობს, როგორც კაცი, ისიც გავიგეთ, რომ ჰომოფობია ყველაზე საშინელი სენია და ჰომოფობი ადამიანი ვერასოდეს შექმნის ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ გქვონდეს", - წერს ლადო ნათელა გოგოლაძის შესახებ.
ნათელა გოგოლაძემ 1977 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და სურამის მესამესაშუალო სკოლისისტორიის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. აკადემიური განათლების გარდა, ის მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერებაზეც აქტიურად ზრუნავს და მათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას ცდილობს. მან სურამის სკოლაში თეატრალური წრე "ბუდრუგანა" დაარსა, სპექტაკლიდან შემოსული თანხებით კი შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ეხმარებოდა.
სალომე ბენიძე
სალომე არასამთავორობო ორგანიზაცია ქალთასაინფორმაციო ცენტრისკომუნიკაციის სპეციალისტი და ინტერნეტგაზეთ www.mastsavlebeli.ge-ს ბლოგერია.სხვადასხვა დროსსწავლობდა თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტში, ვილნიუსის უნივერსიტეტში და თესალონიკის ალექსანდრეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჟურნალისტიკის, პოლიტიკური მეცნიერებების და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. არის რამდენიმეწიგნის ავტორი,ლიტერატურული პრემია„საბას" 2012 წლისლაურეატი, ასეველიტერატურული პრემია„საბას" და„წინანდლის პრემიის" 2014 წლის ნომინანტი.მისი მოთხრობები შესულია კრებულებში „15 საუკეთესო მოთხრობა2013" და „15 საუკეთესო მოთხრობა2014". როგორც მხატვრულილიტერატურის მთარგმნელი, აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე გამომცემლობასთან.
"2008 წლის ომის პერიოდის გახსენება მარიკას არ უყვარს... ახალგაზრდა მასწავლებელი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიცოცხლეზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია და ცოტა ხანში აქტიურად შეუდგა საქმიანობას იმისთვის, რომ სხვების ცხოვრება გაეხადა უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო",- წერს სალომე მარიკა ბუჩუკურის შესახებ.
2009 წლამდე მარიკა ერთი რიგითი მასწავლებელი იყო. აქტიური სათემო მუშაკი მას შემდეგ გახდა, რაც სოფელ ტირძნისში ფონდი „ტასოს" წარმომადგენლები ჩავიდნენ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში ჩაერთო. დღეს მარიკა „შიდა ქართლის სათემო ფონდს მშვიდობისა და განვითარებისათვის" ხელმძღვანელობს, პარალელურად, გაეროს ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი და კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" წევრია.
ქრისტინე მაღლაკელიძე
ქრისტინე ქუთაისიდანაა. ის ადგილობრივ თუსაერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში აქტიურად მონაწილეობს:იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი დაქვემო სვანეთისმიკრო დამცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამისადმინისტრატორია, ასევე „ევროკავშირის კინოფესტივალი 2015" პროექტის ქუთაისის კოორდინატორია.ქრისტინემედია სკოლის მსმენელებისთვის ადამიანის უფლებებისსალექციო კურსსხელმძღვანელობს. იურიდიულგანათებას აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა.
"ციალამ იცის, რომ თუ გასულ წელს სკოლაში 5 ბოშა ბავშვის გაშვება მოახერხა, წელს ეს რაოდენობა 10-მდე უნდა გაზარდოს. ერთადერთი რამ, რაც ახლა აწუხებს, არის მემკვიდრე, რომელიც მის საქმეს გააგრძელებს და ვინც ჯერ ვერ გამოზარდა. ასევე დარდობს ფერების გამო, რომელიც ნელ-ნელა ბოშა ქალების ჩაცმულობიდან ქრება", - წერს ქრისტინე მაღლაკელიძე ციალა ჩხარტიშვილზე.
ქალბატონი ციალა ქუთაისიდან არის. ის ბოშა ბავშვების ინტეგრირებაზე და მათ სასკოლო განათლებაზე ზრუნავს. სხვადასხვა დროს ასრულებდა თარჯიმნის ფუნქციას სამართალდამცავი და სასამართლო სტრუქტურებისთვის. ფლობს რუსულ, გერმანულდა ბოშურენებს.
სალომე მოდებაძე
სალომე არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტია. ჟურნალისტიკაში სამაგისტრო კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთაინსტიტუტში გაიარა. სხვადასხვა დროსმუშაობდა ინგლისურენოვანი გაზეთის "მესენჯერის" ჟურნალისტად და აღმასრულებელი რედაქტორად. პრაკტიკა "რადიოთავისუფლების" ქართულსამსახურში, პრაღაში გაიარა.მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სოციალურპროექტებში ( პროექტი"აუდიო წიგნებიუსინათლოებისთვის" და Go Group Media-ს პროექტი"ჟურნალისტები მშვიდობიანი კავკასიისთვის"). 2013 წელსსალომე მშვიდობისჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზზე წარადგინეს.
"ადამიანს აქვს გააზრებული ცხოვრების და გაუაზრებელი ცხოვრების პერიოდი. გაუაზრებელია, ალბათ, მაშინ, როცა თავად ვერ წყვეტ, თავად ვერ ცვლი და დინებას მიჰყვები”- ამობს სალომეს ბლოგის გმირი ნანა ნერსეზაშვილი.
მანანა სათემო ორგანიზაცია ,,ლელის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. კახეთის სოფელ ლელიანის ახალგაზრდებთან ერთად შექმნილი „ლელი" დიდი სახლია, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.ის თემის მობილიზებითა და არაფორმალური განათლების გზით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერებას და სხვადასხვა საზოგადოებრივ ატივობებს უკვე რვა წელია რაც ახორციელებს.
სალომე ბელქანია
სალომე პროფესიით ჟურნალისტია. პროფესიულ ცოდნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა.პრაქტიკული კურსი სხვადასხვა მედია საშუალებებში აქვს გავლილი. უყვარს ლაშქრობა.
"ლელა ფსიქოლოგად და ევრითმისტად მუშაობს, ფიზიკურ სავარჯიშოებს აკეთებინებს დარჩევებს აძლევს ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება, ყველას, ვინც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს, ყველას, ვისაც სკოლაში შესვლა უნდადა უბრალოდ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება", - წერს სალომე ლელა ფრანგულაშვილზე.
ლელა ფრანგულაშვილი ფსიქოლოგიდა ევრითმისტია. სოციალური თერაპიისსახლში განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანებთან მუშაობს. ამასთანავე თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის თანამშრომელია.