დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PGYKO
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

დემოკრატიის ტური

"დემოკრატიის ტური: არჩევნებიდან ინსტიტუტებამდე" პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს ოთხ ქალაქში (ახალციხე, ახალქალაქი, მარნეული, თელავი) 10 ახალგაზრდა გამოვლინდა. 
 ჟიურის წევრები:
 ზაურ ხალილოვი, ბექა მინდიაშვილი, გიორგი ანდღულაძე, ნინო დანელია, ნინო ცინცაძე, თიკო ცომაია, ქეთი მსხილაძე

გამარჯვებულები:

 თამილა ყურბანოვა, ყარაჯალა:

"კანონის წინაშე თანასწორობა თავისუფლების გარანტიაა...
დემოკრატია არის იქ, სადაც კანონმდებლობითაა დადგენილი მმართველთა უფლებამოსილება..."



 
იბრაგიმ მამედოვი, მარნეული:

"დემოკრატია არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, როგორც ადამიანის ორგანიზმია. არჩევნები კი ამ ორგანიზმის ხერხემალია...
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დემოკრატია თავისუფლებაა, მაგრამ ჩემი აზრით, დემოკრატია თავისუფლებაზე მეტად მოვალეობაა".




სედა საფარიან, ახალციხე:

"დემორატია ეს არის წინაპირობა ბევრი სტერეოტიპის დამსხვრევისა და ბიძგი თავისუფალი აზროვნებისა...
დემოკრატია ეს არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანის გაკეთებისა, რომელიც ადამიანში თავისუფლების გრძნობას აძლიერებს".



რათხან იბრაგიმოვი, ყარაჯალა:

"ჩემი სოფელი არ არის დემოკრატიული, რადგან ჩემი სოფლის თემი რაღაც შედეგს, რაღაც გამოსავალს სახელმწიფოსგან ელის და თავის თავში არის ჩაკეტილი. არ სურს საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროს... მაგრამ ახალი თაობა, მათ შორის მეც, ვცდილობთ, რომ შევცვალოთ ეს ჩვენი სოფლის მდგომარეობა და ვიყოთ აქტიურები... იმედია, ჩვენი აქტიური მოქალაქეობით ჩვენი სოფელიც აუცილებლად გახდება ერთ-ერთი გლობალური და დემოკრატიული ადგილი".


ორხან პირვერდიევი, მარნეული: 

"როგორც ადამიანის ორგანიზმი იწყება მცირე უჯრედიდან, ასევეა სახელმწიფოც, ის ჩვენნაირი „ერთეულებისაგან" შედგება. ყველა მოქალაქე ჩართული უნდა იყოს საზოგადოებრივ აქტივობებში. მედია და დემოკრატია ცალ-ცალკე ვერ იარსებებს, ისინი ერთად უნდა განვითარდნენ".



ბაბკინ აბაჯიან, ახალქალაქი: 

"მდგრადი დემოკრატიისთვის, ვფიქრობ, საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი, აქტიური ოპოზიცია, რადგან როცა ხელისუფლება გრძნობს, რომ ზურგს უკან კონკურენტი სუნთქავს, ცდილობს უშეცდომოდ იმუშაოს".




შახინ ახუნდოვი, მარნეული:

"არსებობს შეხედულება, თითქოს დემოკრატია უნდა მიესადაგოს იმ კულტურასა და ტრადიციებს, რაც სხვადასხვა სახელმწიფოშია დამკვიდრებული. მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია. დემოკრატიას თავისი ფასეულობები აქვს, ამიტომ დემოკრატია კი არ უნდა მიესადაგოს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის".



   
როიალ დურხანოვი, მარნეული:

"დემოკრატიის პირობებში უნდა იყოს სამართლიანი კანონები, რომელთა მიხედვითაც ყველა იქნება თანასწორი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ეროვნებისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვ. დემოკრატია არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც პოლიტიკოსზე მაღლა ამომრჩეველს აყენებს. ამ პირობებში დაცული უნდა იყოს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაც"


ლაშა ბირჩაძე, ახალციხე: 

"დემოკრატიულ სამყაროში ადამიანები თავისუფლად, თანასწორად და დაცულად გრძნობენ თავს".





ჰრანუშ სტეფანიან, ახალქალაქი:

"ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემა მოგვარდება, თუ მოქალაქეები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში; გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდები ჩაერთვებიან; მოხდება მოსახლეობის ინფორფორმირება, განსაკუთრებით მიუვალ სოფლებში; შეიქმნება სატელევიზიო არხი ეროვნულ უმცირესობათა ენებზე, რათა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ინფორმაცია მის მშობლიურ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, თუნდაც მცირე, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში".

უკან