დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LYHML
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

“მითების დეტექტორის ლაბორატორიის" სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსი ( I ჯგუფი )


"მითების დეტექტორის ლაბორატორიის"  საკვირაო სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებულები 2017 წლის 28 სექტემბერს გამოვლინდნენ.
 
 
კონკურსის ჟიური:
 
 
ნინო ივანიშვილი - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია სკოლის დეკანი

ნოდარ მელაძე - რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი

თაზო კუპრეიშვილი - On.ge-ის რედაქტორი

ამალია ოგანჯანიანი - „დოიჩე ველე"  აკადემია

ნინო ბოლქვაძე - ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრი


გამარჯვებული:
 
კონკურსის გამარჯვებულია, მარიამ ცხოვრებაშვილი მულტიმედია მასალით - „მეგობრებო, ისლამი ტერორიზმი არ არის".
მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედია კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.  2014-2015 წლებში  იყო საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაციის წევრი. ამჟამად, მარიამი მუშაობს მშვიდობის განვითარების ცენტრში (Peace Development Center) პროექტის მენეჯერად. ასევე ჩართულია ბერჰოფის ფონდის კავკასიის პროგრამის (Berghof Foundation Caucasus Programme) აქტივობებში.
 
 _________________________________________________________________________________________________________________________________________________________
 
კონკურსში,  დამატებით გამოვლინდა,  სამი საპრიზო ადგილის მფლობელი :
 
პირველი საპრიზო ადგილი, მოიპოვა სოფო შუბითიძემ  სიუჟეტით -  „საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეთნიკური უმცირესობების გაშუქება" .
სოფო შუბითიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტი 2016 წელს დაამთავრა.  2015-2016 წლებში მუშაობდა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოში" - პროექტის ასისტენტად .  ასევე იყო უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პროექტის კოორდინატორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის განათლების მოწვეული ექსპერტი. 2013 წლიდან არის მემარცხენეთა გაერთიანება „თბილისის ფაბიანური საზოგადოების" დამფუძნებელი                                   წევრი და ახალგაზრდა მკვლევარი. ამჟამად , სოფო სწავლობს ჩეხეთში, ჩარლზის უნივერსიტეტში,                                                     სოციოლოგიის მიმართულებით .


__________________________________________________________________________________________________________________________________________________________

მეორე საპრიზო ადგილის მფლობელია, მარიამ ფედროვი სიუჟეტით-  „საბჭოთა ნოსტალგია მედიაში". 
მარიამმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქოლოგიისა და ლიტერატურატმცოდნეობის მიმართულება 2015 წელს დაამთავრა.  წარსულში იყო „რაიდმედის" სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოხალისე თერაპევტი. მარიამს გავლილი აქვს სცენარის წერის პრაქტიკული და თეორიული კურსი. აქვეყნებს ბლოგებს (ფოტო-ვიდეო სტუდიის ბლოგი „უცხოგრაფი"). ამჟამად, მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო მომსახურების უფროს სპეციალისტად.
 
 
 ____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
 
მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა ანდრია (რაფიელ) კაკაბაძემ მასალით - „Foxnews.ge -ის ფოტო და  ვიდეომანიპულაცია სირიელი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ."
ანდრია  კაკაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტია. მუშაობდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის პროფესორის ასისტენტად. ანდრიას სურს სწავლა ადამიანის უფლებების მიმართულებით გააგრძელოს.
 
 
 
 
 
უკან