დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
IEXFX
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

“მითების დეტექტორის ლაბორატორიის" სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსი ( II ჯგუფი )


"მითების დეტექტორის ლაბორატორიის"  საკვირაო სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსის მეორე გამოშვების გამარჯვებულები 2018 წლის 9 თებერვალს გამოვლინდნენ.
 
 
კონკურსის ჟიური:
 
 
თამარ ხობალაძე- „მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარე
 
ვახო სანაია- ტელეკომპანია TV1

მაია მეცხვარიშვილი- სტუდია „მონიტორი"

ამალია ოგანჯანიანი- „დოიჩეველე" აკადემია

ნინო დანელია- მედიაექსპერტი


გამარჯვებული: 
 
კონკურსის გამარჯვებულია, გვანცა დევიძე მულტიმედია მასალით „ამბავი ტროლებზე - მითებიდან რეალობამდე"
 
გვანცა დევიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულია. მუშაობდა უნივერისტეტის გაზეთში, ასევე იყო ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენი მწერლობის" რეპორტიორი. ამჟამად, გვანცა თვითდასაქმებულია და მოსწავლეებს უცხო ენაში ამზადებს.  
 _________________________________________________________________________________________________________________________________
 

კონკურსში,  დამატებით გამოვლინდა,  სამი საპრიზო ადგილის მფლობელი :
 
პირველი საპრიზო ადგილი, მოიპოვა გიორგი რიჟვაძემ მულტიმედია მასალით„დეფლექციური მეთოდი”

გიორგი რიჟვაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. გაიარა, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის"  ერთწლიანი კურსი (2016-2017 წ). წერს ბლოგებს. უყვარს ბანაკები, სეირნობა, მუსიკის მოსმენა, თეატრსა და ოპერაში სიარული, ფილმებისა და საინტერესო ვიდეოების ყურება. სურს გაიგოს ყველა სფეროზე მინიმალური ინფორმაცია მაინც. აინტერესებს ფილოსოფია, პოლიტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოჩენილ ადამინთა ბიოგრაფიები, კოსმოსი და მსოფლიოში მიმდინარე ამბები.
___________________________________________________________________________________________________________________________________


მეორე საპრიზო ადგილის მფლობელია, ირაკლი იაგორაშვილი სიუჟეტით "თვითმფრინავის ბიჭების ამბის გაშუქება საბჭოთა მედიაში”
 
ირაკლი იაგორაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია. მონაწილეობდა გაეროს ასოციაციის პროექტებში - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) და „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" (PITA). 2015 წელს მოკლე ვიზიტორთა გაცვლითი პროგრამით, იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე წელს, თელავის ამერიკულ კუთხეში მუშაობდა სტაჟიორად. დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით, ძირითადად კი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებით.   
 _____________________________________________________________________________________________________________________________
 
 
მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა თამარ გეგიძემ მულტიმედია მასალით „ფული ბიუჯეტიდან ახალ ამბებში".
 
თამარ გეგიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. წარსულში დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
 თამარი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოციალური მედიის მენეჯერისა და პიარ მენეჯერის პოზიციებზე. ასევე, სააგენტო არილი TV-ში. ამჟამად, არის On.ge-ის ჟურნალისტი.
უკან