დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YJFAK
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

მრავალფეროვნების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდა


მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და  საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ PITA-ს პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის გამოცხადებულ "მრავალფეროვნების გაშუქების” კონკურსში 5 ნომინაციაში 7 გამარჯვებული გამოვლინდა.

გამარჯვებულთა შერჩევა აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიური გაშუქების იდეის კონცეფციის საფუძველზე მოხდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხორბალაძე იყვნენ,  5 ნომინაციაში შემდეგი გამარჯვებულები გამოავლინა: 
  • ეთნიკური მრავალფეროვნება: ლანა კოკაია, „ქუთაისი პოსტი"; გიორგი ალადაშვილი, რადიო „ჰერეთი".
  • რელიგიური მრავალფეროვნება: ხატია ღოღობერიძე, „ტაბულა".
  • მიგრანტები: დიმიტრი სანაია, „On.ge".
  • გენდერული მრავალფეროვნება და თანასწორობა: ნათია ამირანაშვილი, სოფო აფციაური - „ლიბერალი"; მედეა გოგსაძე, accent.com.ge
  • თანასწორობა: თამთა ნაჭყებია, „ტაბულა".
„ლინგვისტური მრავალფეროვნების" ნომინაციაში გამარჯვებული წელს არ გამოვლენილა.

გამარჯვებული კონკურსანტები უახლოეს 3 თვეში მოამზადებენ მასალებს, რომლებიც მედია საშუალებებით და მედიის განვითარების ფონდის facebook გვერდის მეშვეობით გავრცელდება.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ გაშუქებას.
უკან