დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UCHYP
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

“მითების დეტექტორის ლაბორატორიის" სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსი ( III ჯგუფი )

"მითების დეტექტორის ლაბორატორიის"  საკვირაო სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსის მესამე გამოშვების გამარჯვებულები 2018 წლის 13 ოქტომბერს გამოვლინდნენ.

კონკურსის ჟიური:

ნანიკო ხაზარაძე
ამალია ოგანჯანიანი
ლიკა ზაკაშვილი
თამარ ხორბალაძე

გამარჯვებული: 

 
ლია დეკანაძე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების I კურსის სტუდენტია. ლია მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (FLEX) 2016-17 სასწავლო წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა, სადაც აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში. 2017 წელს სტაჟირების კურსი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში” გაიარა. ასევე გავლილი აქვს ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსი.ლია World Vision-ის პროექტის SKYE Darts Club-ის აქტიური წევრი და „ჰელფინგ ჰენდის" პროექტის "მომავალ პოლიტიკოსთა სკოლის” მონაწილეა.  ის ნუმიზმატიკით, ლიტერატურით, სუფიზმით  და პოეზიით არის დაინტერესებული. უყვარს მოგზაურობა, თეატრი და კლასიკური მუსიკა. 

კონკურსში,  დამატებით გამოვლინდა,  ოთხი საპრიზო ადგილის მფლობელი :


პირველი საპრიზო ადგილი, მოიპოვა ელეონორა ჭანიამ მასალით ლუგარის ლაბორატორია-კონსპირაციული თეორიები და ფაქტები
ლეონორა ჭანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. 2013 წლიდან ჩართულია არაფორმალურ განათლებაში, მოხალისეობრივ საქმიანობასა და სამოქალაქო აქტივიზმში. მონაწილეობა აქვს მიღებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მიერ დაგემილ სხვადასხვა პროექტებში, ფორუმებში, კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში. 2016 წელს იყო "საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის " აკადემიური საბჭოს მდივანი.2017 წელს " მეგობრებთან ერთად "საქართველოს სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი " დააფუძნა.


მეორე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ რიჩარდ ბარამია და ნანუკა მიქელაძე თანაბარი შეფასებებით 

რიჩარდ ბარამია ადამიანები - გასროლილი სიტყვების პირისპირ

რიჩარდ ბარამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. ჩართული იყო ევროპის ფონდის პროექტში   ”ახალგზრდული იდეა”, ასევე ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბერალურ ხაზში” კოლეგებთან ერთად პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობს. დაინტერსებულია ადამიანის უფლებებით, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების საკითხებით. რიჩარდის ჰობია ფოტოგრაფია, ხატვა და ფსიქოლოგია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება გახდეს ტოლერანტული და მაღალი მიმღებლობის მქონე ყველა უმცირესობის მიმართ.

ნანუკა მიქელაძე რუსული პროპაგანდა აგვისტოს ომის დროს




ნანუკა მიქელაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს ახლო აღმოსავლეთს და ამ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესებით არის დაინტერესებული. 2017 წელს გაცვლითი პროგრამით მაროკოში, განვითარებად ქვეყნებში განათლებაში არსებული პრობლემების შესასწავლად იმყოფებოდა. ნანუკა თავისუფალი უნივერსიტეტის "მომავალ დიპლომატთა კლუბის” წევრიცაა და სკოლის მოსწავლეებს საერთაშორისო სამართლის შესახებ ლექციებს უკითხავს. უყვარს მოგზაურობა და დაინტერესებულია ფოტოგრაფიით. ფლობს   ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებს.


მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა ზუკა ჟორჟოლიანმა მასალით -  კონსპირაციული თეორიები საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში
ზუკა ჟორჟოლიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების ევროპათმცოდნეობის (ესპანისტიკა) სტუდენტია. აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივობებში, ტრენინგებსა და სემინარებში. უყვარს ელექტრონული მუსიკა და შესაბამისი გარემო,  ასევე უყვარს გალობა და დაინტერესებულია თეოლოგიით. ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს. 2015–2017 წლამდე საწყობის მენეჯერად მუშაობდა და მარკეტინგისა და ლოჯისტიკის მიმართულებით საბაზისო გამოცდილება მიიღო.  
უკან