დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BHMAB
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

“მითების დეტექტორის ლაბორატორიის" სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსი ( V ჯგუფი )

"მითების დეტექტორის ლაბორატორიის" საკვირაო სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსის მეხუთე გამოშვების გამარჯვებულები 2019 წლის 12 ივნისს გამოვლინდნენ.

კონკურსის ჟიური:

თომა ჩაგელიშვილი - T-Studia,
თინა დვალიშვილი - DW აკადემია,
ეთო ბუზიაშვილი - ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორია,
თამარ ხორბალაძე - მედიის განვითარების ფონდი;

გამარჯვებული: 

ნანა სარალიშვილი -  რატომ (არ) უნდა ვისაუბროთ სქესობრივ განათლებაზე? 
ნანა სარალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის თავისუფალი მეცნიერებების მეოთხე კურსის სტუდენტია ვარ. ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა  გამომცემლობა სიესტაში. მესამე კურსზე ერასმუს + გაცვლითი პროგრამით შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სტაჟიორია. უყვარს ლიტერატურა და აინტერესებს ფოტოგრაფია.

კონკურსში,  დამატებით გამოვლინდა,  ოთხი საპრიზო ადგილის მფლობელი, მათ შორის ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მიერ დაწესებული

პირველი საპრიზო ადგილი, მოიპოვა თამუნა მაჭარაშვილმა მასალით -  მითები ყარსის ხელშეკრულებაზე

თამუნა მაჭარაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მეცნიერებების დიდაქტის მაგისტრია. ამჟამად მუშაობს  სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012-2014 წლებში იყო პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მოხალისე მასწავლებელი, ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში სადაც ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენას ასწავლიდა. მონაწილეობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებში და განხორცილებეული აქვს რამდენიმე პროექტი, ძირითადად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, სოციალური მეწარმეობით და სურს მომავალში ჰქონდეს საკუთარი სოციალური საწარმო, რომლის მიზანიც იქნება შშმ პირების მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება.


მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა მაიკო რატიანი მასალით -  ნოტერდამი, ვერსალი და კონსპირაციების ალში გახვეული საფრანგეთი

მაიკო რატიანი თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. ამჟამად ეუფლება მაგისტრის ხარისხს ევროპისმცოდნეობში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ორგზის გრანტის აქვს მოპოვებული, ბრატისლავისა და ზალცბურგის უნივერსიტეტებში. აქვს მოხალისეობრივი გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებაში. გაიარა სტაჟირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. უყვარს წერა, მოგზაურობა, ფოტოგრაფია. დაინტერესებულია ჟურნალისტიკით და საერთაშორისო პოლიტიკით.

გიორგი ინალიშვილი  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. განსაკუთრებით არის დაინტერესებული ესპანეთითა და ლათინური ამერიკით, შესაბამისად, სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა ესპანეთის კატალონიის რეგიონის სეპარატიზმის საფუძვლებსა და მიზეზებს. აწარმოებს საკუთარ ბლოგს პოლიტიკაზე და არამარტო. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში. გარდა ამისა, გატაცებულია ფოტოგრაფიით და უყვარს მოგზაურობა.

ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა რატი ერისთავი მასალით -  მანიპულაცია, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნატოს პროვოკაციაა

რატი ერისთავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მედია - ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მასობრივი კომუნიკაციების სადოქტორო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. სადისერტაციო კვლევის თემად შერჩეული აქვს „ყარაბაღის კონფლიქტი". დაინტერესებულია გეოპოლიტიკით, სახელმწიფოთა შორის საგარეო, საერთაშორისო ურთიერთობებით და საგამოძიებო ჟურნალისტიკით. აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტრენინგებში, კონფერენციებსა და მოხსენებებში. აქვს საკუთარი ბლოგი, სადაც აქვეყნებს მასალებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები, რის გამოც სურს აითვისოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და ინფორმაციის გადამოწმების თავისებურებები.
უკან