დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HGXRU
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

“მითების დეტექტორის ლაბორატორიის" სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსი ( IV ჯგუფი )

"მითების დეტექტორის ლაბორატორიის" საკვირაო სკოლის მედიაწიგნიერების კონკურსის მეოთხე გამოშვების გამარჯვებულები 2018 წლის 28 დეკემბერს გამოვლინდნენ.

კონკურსის ჟიური:

ქეთევან ქარდავა
გელა ბოჩიკაშვილი
თინათინ დვალიშვილი
თამარ ხორბალაძე


გამარჯვებული: 

ანი ქისტაური -  ოპერაცია "ინფექცია” გუშინ და დღეს

ანი ქისტაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ფილოსოფიისა და თავისუფალი მეცნიერებების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. მონაწილეობდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტში "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" (2017-2018წ), ამავე დროს,  გადიოდა სტაჟირების პროგრამას ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში. 2016 წელს იყო ორგანიზაციის "ქართულ-ამერიკული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის" (AGILE) პროექტის "ახალგაზრდები დემოკრატიისთვის". რეგიონალური კოორდინატორი. დაინტერესებულია პოლიტიკითა და თანამედროვე მოვლენებით,  თავისუფალ დროს უთმობს ხელოვნებასა და ლიტერატურას.

კონკურსში,  დამატებით გამოვლინდა, ოთხი საპრიზო ადგილის მფლობელი

პირველი საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ თამარ მეზვრიშვილი და გიგა აივაზიშვილი თანაბარი შეფასებებით

თამარ მეზვრიშვილი -  მავთულხლართებიანი საინფორმაციო ბადე

თამარ მეზვრიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედია და ახალი ტექნოლოგიების მაგისტრია. ამჟამად საჯარო სექტორში მუშაობს. აქვს ბლოგი, წერს სტატიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე. არის სკაუტი და „საქართველოს გოგონა სკაუტები დია"-ს მოხალისეობრივ საქმიანობაში არის ჩართული. ამჟამად დაინტერესებულია საკუთარი youtube-ის არხის შექმნით. უყვარს ლიტერატურა და რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულიცაა. მისი ჰობია ველოსიპედით სეირნობა, მოგზაურობა, კითხვა და წერა.
______________________________


გიგა აივაზიშვილი -  არჩევნები ფეისბუქზე

გრიგორი აივაზიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია.2017 წლიდან ის სტუდენტური პარლამენტის, საპარლამენტო სტაჟირების პროგრამაშია ჩართული. ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა სტუდენტურ კლუბთან. გრიგორი დაინტერესებულია საერთაშორისო სამართლით. მისი ჰობი კინემატოგრაფია და ფოტოგრაფიაა.


მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა მარიამ ტაბატაძე მასალით -  ლურჯი ვეშაპის ანატომია

მარიამ ტაბატაძე სწავლობს საქართველოს უნივერისტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის მეორე კურსის სტუდენტი. ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად ორგანიზაცია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ცენტრი" დააფუძნა. ჩართულია სხვადასხვა პროექტებში, რომელიც ხორციელდება უნივერსიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ. აინტერესებს პოლიტოლოგია და ამ მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. უყვარს წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან ერთად ყოფნა.


მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა მარიამ ნუცუბიძემ მასალით -  მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესია სექტებს გაუთანაბრა, მცდარია

მარიამ ნუცუბიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტია, სწავლობს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე.აქტიურად იღებს მონაწილეობას  სტუდენტურ კონფერენციებში, წერს სტატიებს სამართლის თემაზე.  პატარაობიდანვე დაინტერესებულია მედიით და მუდმივად ადევნებს თვალს მის მუშაობას.
უკან