მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი”, გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ქვიზების კონკურსი 2019 წლის "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის” გამოსავლენად.
- 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას "მითების დეტექტორის” რედაქციაში გაიარა;
- მე-2 ადგილზე გასულმა კი - on.ge-ს რედაქციაში.
- მე-3 ადგილზე გასულს ForSet-ისგან DataFest-ის ბილეთი მიიღო საჩუქრად.
- საუკეთესო შედეგის მქონე სამივე ახალგაზრდას საჩუქრად ციფრული ტექნიკა და სერტიფიკატები გადაეცათ.
კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა. კონკურსის პროგრამულ მხარდაჭერას ForSet-ი, ხოლო საინფორმაციოს - ინტერნეტ პორტალი On.ge უზრუნველყოფდნენ.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და გამარჯვებულები მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გამოვლინდნენ.
გამარჯვებულები:
პირველი ადგილი - 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა - ლიკა ჩხეტიანი, ქალაქი ქუთაისი, სტუდენტი, სწავლობს თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე. ლიკამ მითების დეტქტორში ერთ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა.
____________________________________________________________________________________________________
მეორე ადგილის მფლობელი - დავით ნემსაძე, სწავლობს თსუში სოციოლოგიის ფაკულტეტზე. დათომ ერთთვიანი სტაჟირება გაიარა ონ.ჯიში.
___________________________________________________________________________________________________
მე-3 ადგილი - თეონა ხელაძე და გიგა ჩალიგავა. მათ ForSet-მა Data Fest Tbilisi 2019-ს ბილეთები გადასცა.
თეონა სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში სწავლობს
გიგა თსუ-ს სტუდენტია და საერთაშორიო ურთიერთობებს სწავლობს
____________________________________________________________________________________________________
MDF-ის სპეციალური პრიზი - ილია სადღობელაშვილს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.