დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GFIQL
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

ქარტიამ “ალიას” წინააღმდეგ “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” სტუდენტების სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 16 სექტემბრის სხდომაზე დააკმაყოფილა  "მითების დეტექტორის ლაბორატორიის” სტუდენტების სარჩელი გაზეთ  "ალიას” წინააღმდეგ, რომელიც ცრუ მკურნალობის მეთოდებს ეხებოდა. ქარტიის გადაწყვეტილებით, გაზეთ "ალიას” ჟურნალისტმა მაია იასეშვილმა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი - დაარღვია.

ქარტიას მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტებმა 2020 წლის 29 მაისს მიმართეს. ისინი დაობდნენ, რომ 18-24 მაისის გაზეთ ‘ალიაში’ გამოქვეყნებული მასალა მკითხველისთვის შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეიცავდა - ავთანდილ კურდღელაშვილთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის ამტიცებდა, რომ შექმნა პრეპარატები "კორვირანტი” და "ანტიკორი”, რომლებიც როგორც Covid-19-ის სამკურნალოდ, ასევე პრევენციისთვის შეიძლება გამოიყენო.
 
"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის არცერთი პრეპარატი არ არის ლიცენზირებული კოვიდ 19 -ის მკურნალობის თუ პრევენციისთვის შასაბამისად პანდემიის პირობებში რედაქციის მიერ გადაუმოწმებელი პრეპარატის შესახებ მომზადებული სტატია საზოგადოებას არაოფიციალურ წყაროზე დაყდრონობით  აწვიდის დაუზუსტებელ ინფორმაციას პრეპარატზე, რომლის თვითნებური მიღება შესაძლოა საზიანო იყოს ჯანმრთელობითვის. სტატიაში არამხოლოდ პრერატატების თვისებებზე არამედ მათი გამოყენების წესებზეცაა საუბარი რაც საზოგდოების მიერ აღნიშნული პრერაპატის ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მიღების საფრთხეს ზრდის." -  აღნიშნულია სარჩელში

"მითების დეტექტორის ლაბორატორია” მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში მედიის კრიტიკული ანალიზის და ვერიფიკაციის უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტი მეოთხე წელია დოიჩე ველე აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.
უკან