წარმატებული საქმეები
დევნილი მოზარდებისთვის გამოცხადებული კონკურსის „ცხოვრება ომის შემდეგ" 20 გამარჯვებული 2009 წლის 25 ნოემბერს გამოვლინდა.
გამარჯვებულები:კონკურსის ჟიური:
თინა მამულაშვილი - სულაკაურის გამომცემლობა, რედაქტორი,
მამუკა ფაჩუაშვილი - გაზეთი"24 საათი”, რედაქტორ-გამომცემელი,
თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი,
მეგი წითლიძე - სამხატვრო აკადემია,
გიგა ზედანია - ილიაჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, სოციოლოგი.
თამარ ბუთხუზი
თამარი 14 წლისაა. 2008 წლის აგვისტომდე ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში ცხოვრობდა. დღეს წეროვანში. სწავლობს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში.
დინა ადამიანი
დინა 10 წლისაა. ქალაქ გორში ცხოვრობს. სწავლობს V საჯარო სკოლაში.
ლაზარე ზანგალაძე
ლაზარე კეხვიდანაა, 17 წლისაა. წეროვანში ცხოვრობს, სწავლობს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში, XII2 კლასში.
გიორგი ფალაშვილი
გიორგი 12 წლისაა. 2008 წლის აგვისტომდე ლამისყანაში ცხოვრობდა. დღეს წეროვნელია. სწავლობს წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში.
სოფია კვარიანთაშვილი
სოფია 10 წლისაა. 2008 წლის აგვისტოში ზნაურის რაიონის სოფელის ახალშენის დატოვება და ოჯახთან ერთად ქარელში გადმოსვლა მოუხდა. სწავლობს ქარელის I საჯარო სკოლაში Vბ კლასში.
მერაბ ნაროუშვილი
მერაბი 10 წლისაა. ის სენაკიდანაა. სწავლობს სკოლა "აპოდიქსში".
ლერი მარგველანი
ლერი კოდორიდანაა. ის 16 წლისაა. ცხოვრობს ბოლნისში. სწავლობს ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლაში.
რატი ჩიტიშვილი
რატი 11 წლისაა, ახალგორელია. დღეს წეროვანში ცხოვრობს და წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობს.
მარიამ გოჩაშვილი
მარიამი 13 წლისაა. დღეს კარალეთში ცხოვრობს. სწავლობს გორი მე-2 საჯარო სკოლაში.
ირაკლი ცხადაია
ირაკლი 14 წლისაა. ცხოვრობს ხობში. სწავლობს ხობის სკოლა "არეა"-ში.
ბექა ხალიბეგაშვილი
ბექა 17 წლისაა. 2008 წლის აგვისტომდე ახალგორის რაიონის სოფელ წირქოლში იზრდებოდა. დღეს ცხოვრობს სოფელ წილკანში. სწავლობს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში.
ხატია პავლიაშვილი
ხატია 11 წლისაა. ის გორში ცხოვრობს და მეხუტე საჯარო სკოლაში სწავლობს.
შორენა ჯოჯიშვილი
შორენა 14 წლისაა. 2008 წლის აგვისტომდე პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ვანათში ცხოვრობს. დღეს წეროვნელია. წეროვანის მე3 საჯარო სკოლაში სწავლობს.
გვანცა მზარეულიშვილი
გვანცა 14 წლისაა. 2008 წლის აგვისტომდე დიდი ლიახვის სოფელ ხეითში ცხოვრობდა, მანამდე ცხინვალში. დღეს თბილისში ცხოვრობს . სწავლობს 165-ე საჯარო სკოლაში.
მარიამ ბერუაშვილი
მარიამი 12 წლისაა. ის პატარა ლიახვის ხეობიდანაა, ახლა თეთრიწყაროს რაიონში, კოდაში ცხოვრობს და კოდას საჯარო სკოლაში სწავლობს.
ოთო ბაქრაძე
ოთარი 10 წლისაა. სოფელ ავნევიდანაა. დღეს ქარელში ცხოვრობს და მე-9 საშუალო სკოლაში სწავლობს.
ელინა კასოევა
ელინა 10 წლისაა. 2008 წლის აგვისტომდე ცხინვალში ცხოვრობდა, დღეს გორში ცხოვრობს და გორის მე6 სკოლაში სწავლობს.
ნანა ოკუჯავა
ნანა 10 წლისაა. ცხოვრობს სენაკში. სწავლობს სენაკის სკოლა "აპოდიქსში".
ნესტან გოჩაშვილი
ნესტანი სამაჩაბლოდანაა, სოფელ ხეითიდან. დღეს გორში, კოტეჯებში ცხოვრობს. სწავლობს გორის მე-5 საჯარო სკოლაში. ის 16 წლისაა.
მარიამ ელიზბარაშვილი
მარიამი 12 წლისაა. 2008 წლის აგვისტომდე არცევში ცხოვრობდა. დღეს გორში აქვს სახლი. სწავლობს გორის მეორე საჯარო სკოლაში.