განცხადება: 2014 წლის 23 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პანორამაში" გავიდა დისკრიმინაციული
სიუჟეტი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონსადა ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის შესახებ, სადაც ადგილი ჰქონდა მაუწყებლის ქცევის კოდექსის არაერთი მუხლის დარღვევას.
მედიის განვითარების ფონდის (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) და ტოლერანტობის დამრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, სიუჟეტი, რომელშიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმები დაირღვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ვითარების ხელოვნურად დრამატიზირების მცდელობას წარმოადგენდა.
გადაცემის წამყვანმაყირიმის ანექსია დაუკავშირა სომხეთის პარლამენტის წევრის შირაქ ტოროსიანის განცხადებას, ჯავახეთში აჯანყების შესახებ და მისი ამ განცხადების ასოცირება (რომლის არც წყარო, არც წარმომავლობა სიუჟეტში იდენტიფიცირებული არ ყოფილა) საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების პოზიციასთან მოახდინა.
სოსო კაციტაძე, წამყვანი: "რა განწყობებია ჯავახეთში ყირიმის ანექსიის შემდეგ? სომხეთის პარლამენტის წევრი შირაქ ტოროსიანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ჯავახეთში აჯანყებით იმუქრება. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებში მართლაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ბაქო თბილისის ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის მიმართაც. მიზეზი აქაც ნატო და თურქეთია. "
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, სიუჟეტის ავტორის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას, რადგან სიუჟეტის რესპონდენტებად მხოლოდ ერთი შეხედულების მქონე პირები იყვნენ შერჩეულნი, ხოლო მათი მოსაზრებები განზოგადებული იყო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომეხ მოქალაქეებზე, რაც ანტითურქული და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ განწყობების გაღვივების კუთხით იყო მოწოდებული.
გურამ როგავა, ჟურნალისტი :"თუმცა სტრატეგიულად მნიშნელოვან ამ პროექტს [ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი] ეწინააღმდეგებიან საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეები. მათთვის მთავარი პრობლემა თურქეთია."
ჟურნალისტმა აღნიშნული განზოგადება მთელ ეთნიკურ ჯგუფზე (საქართველოს მოქალაქე სომხებზე) ერთი რესპონდენტის, გაზეთ „ახალი სათავის"რედაქტორის მელს ტოროსიანის კომენტარის საფუძველზე გააკეთა, რომელმაც პოტენციურ საფრთხეებზე საუბრისას, თავის მხრივ, არა დადასტურებელ ფაქტებზე, არამედ მოარულ ხმებზე მოახდინა აპელირება:
მელს ტოროსიანი, გაზეთ „ახალი სათავის" რედაქტორი:"რკინიგზის მთავარი მიზანი თურქი ხალხების გაერთიანებაა. ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ამას იმიტომ, რომ უკვე იმ ფირმებმა, რომლებიც რკინიგზას აშენებენ, გაავრცელეს ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლება რკინიგზის დაცვას ჩააბარებს აზერბაიჯანელებს. აზერბაიჯანის და სომხთის ურთიერთობები თქვენ ჩემზე კარგად იცით. ანუ რკინიგზა მხოლოდ რელსები არაა, გვერდით გზები უნდა მივცეთ - კილომეტრი აქედან, კილომეტრი იქიდან და მთელ ჯავახეთს გააკონტროლებენ აზერბაიჯანელები".
არასამთავრობო ორგანიზაციებამ მიიჩნიეს, რომ მედია საშუალებას არ მიუღია სათანადო ზომები ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასარიდებლად. სიუჟეტში არ იყო წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რესპონდენტის მიერ მოყვანილ მოარულ ხმებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობა რკინიგზის დაცვას აზერბაიჯანელებს ჩააბარებს, რაც ერთის მხრივ, მედია საშუალების მიერ ჭორების ტირაჟირებას, ხოლო მეორე მხრივ, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას უწყობდა ხელს. უფრო მეტიც, ჟურნალისტმა რესპონდენტის მიერ შემოთავაზებული ეს ვერსია საფრთხეების და ეთნოკონფლიქტების ჭრილში განაზოგადა ("მიზანი აზერბაიჯანისა და თურქეთის გაერთიანება და საქართველოს მიწაზე დასახლებული სომხების ემიგრირებაა").
არასამთავროების აზრით, ყოვლად გაუმართლებელია ასევე უფლებრივი საკითხის - რეგიონალური ენის სტატუსის თემის სეპარატიზმის კუთხით განხილვა, მით უფრო მაშინ, როცა სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, თავად რესპონდენტთა უმრავლესობა (ვაჰაგან ჩახალიანი, არტაკ გაგრიელიანი, დავით რსტაკიანი) სეპარატიზმის ჭრილში ამ საკითხის წარმოჩენას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების სურვილს გამოხატავენ.
სიუჟეტში მოყვანილი იყო ადგილობრივი გაზეთის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, ადგილობრივთა 70% ევროინტეგრაციის მომხრეა, 30% კი წინააღმდეგი, თუმცა არ იყო წარმოდგენილი კვლევის გაშუქებისთვის აუცილებელი ისეთი რეკვიზიტები, როგორიცაა გამოკითხულთა რაოდენობა, სავარაუდო ცდომილება, გეოგრაფიული არეალიდა სხვა; ასევე, მოყვანილი იყო თავად ჟურნალისტის მიერ ჩატარებული ალტერნატიული გამოკითხვა, რომელშიც ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობები რუსეთთან ურთიერთობის საპირწონედ იყო წარმოდგენილი.
არასამთავრობო ორგანიზაციათა აზრით, აღნიშნილ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შემდეგი მუხლების დარღვევას: მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე(1) მუხლი, რომლის თანახმად, "მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან"; მე-13 (2) (მაუწყებელი ვალდებულია, მიაწოდოს აუდიტორიას სანდო დაზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანიინ ფორმაციის გავრცელება); მე-14 (4) (როგორც წესი,მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია); მე-16 (4) (მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია); მე-18 (1,2) (1. პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი დამიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა. 2.პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს); მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 27-ე (3) მუხლი "ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო დაზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს,".
მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) და ტოლერანტობის დამრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 2014 წლის 24 მარტს გაავრცელეს
განცხადება,სადაც მოუწოდეს ტელეკომპანიას მეტი სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი მგრძნობიარე თემების გაშუქებას, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და მათ შორის ურთერთობებს შეეხება.
რეაგირება: 26 მარტს ინტერნეტ-პორტალ
media.ge-სთვის მიცემულ წერილობით კომენტარში ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პანორამას" შემოქმედებითი ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი დაეთანხმა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნას, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეების შეფასება ზედმეტად განზოგადებული იყო. ჯგუფმა ასევე გაითვალისწინა ორგანიზაციების რჩევა, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და მათ შორის ურთიერთობების შესახებ თემების გაშუქებას და გამოთქვა მზადყოფნა, გაითვალისწინოს ყველა კონსტრუქციული შენიშვნა და რჩევა.