საჩივარი: 2014 წლის 26 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასული გადაცემა"ნანუკას შოუ"იეჰოვას მოწმეთამიმართ დისკრიმინაციულ გამოხატვას შეიცავდა. ნეგატიურ კონტექსტში იეჰოვა სმოწმეთა არაერთგზის მოხსენიების გარდა,წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოხატა პირადი დამოკიდებულება, როდესაც მრწამსისშეცვლის საკითხი,რაც ინდივიდუალური არჩევანია, პოზიტურად შეაფასა("მე მეშინია მაგათი... კარგი ქენით, რომ წამოხვედით")"
მედიის განვითარების ფონდმა, საქართველოს დემოკრატიული ინიცატივამ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 2014 წლის 1 დეკემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს
საჩივრით მიმართეს. ორგანიზაციებმა მიიჩნიეს, რომ მოცემულ გადაცემაში საავტორო გადაცემის წამყვანისთვის დადგენილი კოდექსის 17.2 მუხლის დარღვევასჰქონდა ადგილი, ასევე, დაირღვასამართლიანი მოპყრობისპრინციპი (მუხლი21). არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, როდესაც რესპონდენტი მედიას სხვა ჯგუფზე თავხდასხმისთვის იყენებს, წამყვანმა არათუ არ უნდა გაამძაფროს ნეგატიური განწყობები და უპირობოდ გაიზიაროს მისი შეხედულებები, არამედ ოპონირება გაუწიოს მას, მით უფრო, როდესაც საქმე მგრძნობიარე ჯგუფს ეხება და ამ კონტექსტში არასწრულწლოვანიც არის მოხსენიებული.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა თვითრეგულირების ორგანოს მაუწყებლობის ქცევის კოდექსის17.2 , 21, 31, 32, 33 მუხლების დარღვევის შესწავლა მოსთხოვეს, რაც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხების გაშუქებას არეგულირებს და რომელთა მიზანია, მედიამ ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და არ წაახალისოს შეუწყნარებლობა განსხვავებული იდენტობის ადამიანების მიმართ.
საჩივრის ავტორები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ გადაცემას ტელეკომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გამოხმაურება და ბოდიში მოჰყვა, რაც პასუხისმგებლიან იდამოკიდებულების გამოხატულება იყო, მაგრამ ამავე დროს აღნიშნეს: "იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი ინციდენტების მხოლოდ უნებლიე შეცდომად და გარე სტუდიის პასუხისმგებლობის საკითხად აღქმა, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევის თვითრეგულირების ფორმატში, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე განხილვა და პასუხისმგებლობების სრულფასოვანი გააზრება."
ვინაიდან კოდექსის მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება, დოკუმენტის 1.3 მუხლის თანახმად, თავად მაუწყებელს ეკისრება და არა ამათუ იმ სუბიექტს, ვინც მაუწყებლის დაკვეთით ქმნის გარკვეულ შინაარსს, ორგანიზაციებმა შემდეგი რეკომენტაციით მიმართეს რუსთავი2-ს: "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ეფექტიანი დანერგვის მიზნით, გარე სტუდიებთან დადებულხელ შეკრულებებში ასახოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დებულებათა დაცვის ვალდებულება, რაც მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობს ხელს".
გადაწყვეტილება: 2014 წლის13 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანომ არასამთავრობოთა საჩივარი
დააკმაყოფილა.
მოტივაცია: „რუსთავი2"-ს თვითრეგულირების ორგანომ 26 ნოემბერს „ნანუკას შოუში" გადაცემის წამყვანის მიერ იეჰოვას მოწმეთა მიმართ გაკეთებული განცხადებები მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევად
მიიჩნია და გადაცემის დამამზადებლის და ავტორის, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ შენიშვნის წერილი გააგზავნა.