დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TUDRM
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

MDF, GDI, TDI vs. გურია news

საჩივარი: 2015 წლის 8 აგვისტოს გურია news-მა ვებ-პორტალზე გიორგი გაჩეჩილაძის სტატია „თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება" გამოაქვეყნა.

სტატიაში ავტორმა თურქოფობიული ხასიათის მოსაზრებები განავითარა. კერძოდ: „ჩემი პირადი აზრი გახლავთ: რაც საუკუნეების განმავლობაში ოსმალებმა ცეცხლითა და მახვილით ვერ მოახერხეს, "უწყინარი"თურქული სერიალები მოკლე დროში შეძლებენ და უკვე შეძლეს - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თურქული კულტურული ტყვეობის მსხვერპლი გახდა და ეს ტენდენცია უფრო და უფრო საშიშ სახეს ღებულობს". „ჩემი პირადი აზრია, რომ თურქული სერიალები ჩვენი მოსახლეობის სულიერ დეგრადაციას და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის ტრადიციების დამკვიდრებას ემსახურება... ოსმალოთა კულტურული ემანსიპასია მოქმედებას განაგრძობს დაქართველთა უსისხლო და უმტკივნეულო "გათურქებაში" დიდი წვლილი შეაქვს."

2015 წლის 18 აგვისტო სმედიის განვითარების ფონდმა - MDF, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ - GDI და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა- TDI ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ინტერნეტ პორტალ გურიაNews-ის მიერ გამოქვეყნებული თურქოფობიული პუბლიკაციის გამო საჩივრით მიმართეს.

განმცხადებელთა აზრით, ავტორი არასერიალის მხატვრულ ღირებულებას მიმოიხილავდა, არამედ ეთნიკურიდა გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ისტორიული ფაქტების თანამედროვე ვითარებაში კონტექსტუალიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიჩნიეს, რომ მედია საშუალებამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნულიან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

გადაწყვეტილება: 2015 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საჩივარი დააკმაყოფილა.

მოტივაცია: ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მასალის გამოქვეყნებით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ ეთიკური მედიის პრინციპებიდან გამომდინარე, დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე აცილებული უნდა იქნას ყველა სახის ჟურნალისტურ პროდუქტში, გასართობი იქნება ეს თუ შედარებით მეტად ინფორმაციული. საბჭო მიიჩნევს, რომ სტატია თავისი არსით ნაკლებად ეთმობა თურქული სერიალის ხარისხის და მხატვრული ღირებულების კრიტიკას და პრობლემად მიიჩნევს მხოლოდ მის წარმოშობას. ქარტიის აზრით სტატიაში მოყვანილი ფრაზები ხელს უწყობენ თურქოფობიის გაღრმავებას და ჟურნალისტი არა თუ ყველას ღონეს მიმართავს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, არამედ თავად ახდენს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

რეაგირება: გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მედიაპორტალმა "გურია news"-მა სტატია ვებ გვერდიდან მოხსნა - "მიუხედავად იმისა, რომ მასალა გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში"ზაფრანი", გამოხატავდა ჟურნალისტის პირად მოსაზრებებს და არა სარედაქციო პოზიციას, რედაქციის გადაწყვეტილებით, ტირაჟირების თავიდან აცილების მიზნით, მასალა მოხსნილია ვებიდან", - განაცხადა გურია news-ის რედაქციამ. 
უკან