დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SMNUC
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

MDF VS PosTV

2019 წლის 12 თებერვალს "მედიის განვითარების ფონდმა" და "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" და "თანასწორობის მოძრაობამ" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ინტერნეტ ტელევიზიიის, POSTV -ის წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს.

2019 წლის 9 თებერვალს, ინტერნეტ ტელევიზია PosTV-იმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "ახალ ამბებში" ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ემიგრანტთა და მხარდაჭერთა შეკრებასთან დაკავშირებით სიუჟეტი გამოაქვეყნა.

განცხადებლები მიიღჩნევდნენ, რომ აღნიშნული სიუჟეტით PosTV-იმ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე - 7 მუხლი დაარღვა, რადგან პოლიტიკური პარტიის ღონისძიების დისკრედიტაციას ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით და დაუსაბუთებელი კავშირების ჩვენებით ცდილობდნენ.

სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ კონგრესის სასახლეში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა იგეგმებოდა, იმავე დღეს, იმავე დროს ლგბტ თემის წვეულება იმართებოდა და რომ ლგბტ თემის შეკრებაზე დამსწრე პირები უფასო კოქტეილებს და შიდსის ვირუსზე უფასო შემოწმებას მიიღებდნენ, ამის პარალელურად კი მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს უმასპინძლებდა. სექსუალურ ორიენტაციასთან პარტიული ღონისძიების დაკავშირების მცდელობა ჟურნალისტის ინტერვიუებშიც გამოვლინდა, როდესაც ის ღონისძიებაზე მისულ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისადმი დასმულ შეკითხვებში აქცენტს ლგბტ თემის შეკრებაზე აკეთებდა („ლგბტ-ის ღონისძიება და თქვენი ღონისძიება ერთ სივრცეში რომ არის, ეს დაგეგმეთ თუ უბრალოდ დამთხვევაა?").

გადაწყვეტილება: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა და თანასწორობის მოძრაობის საჩივარი და PosTV -ის მიერ ეთიკის ქარტიის მე 7 მუხლის დარღვევა დაადგინა.
უკან