დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QAYBS
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

  • წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020- ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია

    წინამდებარე კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.    დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკური სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე.  ანგარიშის I ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს ეთმობა, II - სიძულვილის ენას, III - წინასაარჩევნო დისკრ... სრულად

  • სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში

    წინამდებარე ანგარიში ასახავს მედიის განვითარების ფონდის (MDF) და გაეროს ასოციაციის (UNAG) PITA-ს ახალგაზრდული 7 რეგიონული ცენტრის მიერ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგებს. დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა, ქსენოფობიური გამოხატვა და ანტიდასავლური განცხადებები, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები და მედია ავრცელებდნენ. ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ფარგლებში შერჩეული ეროვნული დაფარვის ტელევიზიების, გაზეთების, ასევე ონლა... სრულად

  • სიძულვილის ენა, 2016 წლის ანგარიში

    მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. ამასთანავე, იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პროფესიულ... სრულად

  • სიძულვილის ენა და ქსენოფობია. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

    ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოხატვას მედიასა და საჯარო სივრცეში კვლევა შედგება სხვადასხვა სექციებისგან და ეთნიკური, ეროვნული, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლინებებს მოიცავს. ცალკეულ ქვეთავებადაა დაყოფილი თურქოფობია, ისლამოფობია და არმენოფობია. მონიტორინგი 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებასა და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ-პორტალზე განხორციელდა. მედიასთან ერთად გამოვლენილია დისკრიმინაციისა და სიძულვილი... სრულად

  • ანტიდასავლური პროპაგანდა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

    მედიის განვითარების ფონდის ანგარიში მიმოიხილავს ანტიდასავლურირ იტორიკას საქართველოში და მედიის როლს მის გავრცელებაში ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგისკენ მედიის განვითარების ფონდს ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გამოვლინებებზე დაკვირვებამ უბიძგა. ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად სწორედ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტექსტში გაისმის. ასეთი გამოხატვა ღია საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული და როგორც შედეგები ცხადყოფს, ხშირად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან სწორედ პო... სრულად