დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BVMSY
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ანტიდასავლური პროპაგანდა - 2018

მედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან ქართულენოვან მედიაში ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებს სწავლობს. წინამდებარე კვლევა 2018 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს, ყალბ ინფორმაციას და მათ წყაროებს აანალიზებს. დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა.
ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები და მეთოდოლოგია; პირველ ნაწილში – ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები; მეორეში – ანტიდასავლური გზავნილები და მათი წყაროები; მესამე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები, ასევე განხილულია ის შემთხვევები, რომლებიც პროექტის „მითების დეტექტორის" ფორმატში გამოვლინდა. ბოლო ნაწილში იმ წყაროების პროფილებია წარმოდგენილი, ვინც ანტიდასავლური გზავნილების მხრივ გამოირჩეოდა.
ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2017 წლებშიც ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.

ავტორი:
        თამარ კინწურაშვილი
მკვლევარები:
        თინა გოგოლაძე, სოფო გელავა
მონაცემთა დამუშავება:
        მარიამ ცუცქირიძე
მედია მონიტორინგი:
        თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე, მარიამ ცხოვრებაშვილი
დიზაინი:
        ბესიკ დანელია, IBDESIGN
ბმული: ანტიდასავლური პროპაგანდა - 2018