ოპერაციული უსაფრთხოება და პერსონალური მედეგობა: აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მიმოხილვა
წინამდებარე ანგარიში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (CSO) და ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების (EN) თინქ-თენქებს შორის ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგია. ეს არის ერთი ნაწილი პროექტისა მდგრადობასა და თავდაცვაში მიღებული გამოცდილების გაღრმავება და გაზიარება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს აფასებს, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ოპერაციული უსაფრთხოებისა და გავლენის მოხდენის უკანონო მეთოდების გამოვლენის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრის (EVC) გზამკვლევის გამოყენება. ჩვენ მათი მიდგომების ადაპტირებას ვახდენთ და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების პოლიტიკურ რეალობას ვარგებთ.
ავტორებმა შესაბამისი ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და საგამომძიებო ანგარიშების საშუალებით საფუძვლიანი სამაგიდე კვლევა ჩაატარეს. სამაგიდე კვლევა შესაბამის ექსპერტებთან და ადგილობრივ თანამდებობის პირებთან სტრუქტურირებული ინტერვიუების მეშვეობით განხორციელდა. ანგარიშში მოცემული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი მოგვაწოდეს, როგორც მედიის წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტებმა. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, არ გამოგვექვეყნებინა რესპონდენტების სახელები, ამ ინფორმაციის მიღება უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრის სარედაქციო გუნდისგან შეგიძლიათ.
ავტორები
საქართველო: მედიის განვითარების ფონდი – მარიამ პატარიძე, სოფო გელავა, თინათინ გოგოლაძე
მოლდოვა: IPIS - სტრატეგიული ინიციატივების ინსტიტუტი – ვიქტორია ოლარი
უკრაინა: უკრაინის კრიზისის მედია ცენტრი – ლიუბოვ ციბულსკა, ოლექსანდრა ცეხანოვსკა
ოპერაციული უსაფრთხოების რეკომენდაციები: უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრის გუნდი
რედაქტორი
ანდრეა მიხალკოვა, უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი
ბმული: ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲔᲒᲝᲑᲐ: ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗ ᲡᲐᲛᲔᲖᲝᲑᲚᲝᲡ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ
Tags: