დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AXXLW
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის

ანგარიში „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის შესრულება 2020 წლისთვის" მომზადებულია პროექტის „საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწეული პროგრესის შეფასება" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
 
საქართველოს მიერ 2020 წლისთვის 20 შედეგის პროგრესის შესახებ პირველი დამოუკიდებელი ანგარიშის მომზადებაში, რომელიც აერთიანებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტიზას, მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 14-მა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. ანგარიში ფარავს აღმოსავლეთ პარტნირობის ხუთივე პრიორიტეტულ მიმართულებას: კომპლექსური შედეგები, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო მტკიცე კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება. თითოეული შედეგის მიმოხილვა მოიცავს 2020 წლისთვის 20 შედეგის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესის, შედეგებისა და დარჩენილი გამოწვევების ანალიზს. ანგარიში ასევე შეიცავს რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია აღნიშნული ჩარჩოს სარგებლის მაქსიმიზაცია და საქართველოსა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან აუცილებელი რეფორმების ადვოკატირება.

აღნიშნული პუბლიკაცია მიზნად ისახავს წინაპირობის შექმნას დისკუსიისთვის და წარმოადგენს რესურსს მთავრობის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, დიპლომატიური საზოგადოების, დარგის ექსპერტების, მოქალაქეებისა და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებით.

ანგარიშის თანაავტორები არიან: ანა ანდღულაძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება), ბაია პატარაია („საფარი"), თამარ კინწურაშვილი (მედიის განვითარების ფონდი), დავით ცისკარიძე (საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი), გიორგი კეპულაძე (საზოგადოება და ბანკები), დოქტ. ეკა ქარდავა (ასოციაცია „ევროპის დროით"), კახა გოგოლაშვილი(საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი),ვერონიკა ჭკადუა (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო), გვანცა წულუკიძე(საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა), მარიამ მაისურაძე (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი), დოქტ. შალვა ძებისაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი/საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი), დოქტ. მურმან მარგველაშვილი (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის), მანანა ქოჩლაძე(მწვანე ალტერნატივა), თათია დოლიძე (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი/ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო), ლაშა შაყულაშვილი (საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი) და დოქტ. ბიძინა ლებანიძე (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი/იენის უნივერსიტეტი). 
კონტენტის რედაქტორები: რენატა სკარჯუტე-კერესელიძე (GIP), ელენე ნიჟარაძე (ISFED)  ინგლისური ენის რედაქტორი: სალი უაითი  დიზაინი: ნათია რუხაძე


ბმული: საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის
Tags: