დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SREKW
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

ჰომოფობია და გენდერული იდენტობა. მედია-მონიტორინგის ანგარიში 2014-2015

ანგარიში ასახავს ჰომოფობიასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციულ გამოხატვას მედიასა და საჯარო სექტორში

პუბლიკაცია წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის მედია მონიტორინგის ანგარიშის სერიის II გამოცემას და ჰომოფობიური გამოხატვის, ასევე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების წყაროებს შეეხება. ანგარიში ასახავს მონიტორინგის შედეგებს, რომელიც განხორციელდა 6 გაზეთზე, 5 ტელევიზიის დღის მთავარ გამოშვებებზე და თოქ-შოუზე, ასევე 6 საინფორმაციო ვებ-პორტალზე. მედიასთან ერთად გამოვლენილია ჰომოფობიისა და გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის სხვა წყაროებიც, მათ შორის: პოლიტიკური პარტიები და მათთან აფელირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. დარღვევები დაჯგუფებულია ტიპოლოგიისა და წყაროების მიხედვით. თანდართულია გრაფიკული ცხრილები. დასკვნით ნაწილში საუბარია მრავალფეროვნებისა და უმცირესობათა კუთხით მედია-გაშუქების გამოწვევებზე. კვლევაში გამოვლენილია, რომ ქართულ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევას აქვს როგორც მიზანმიმართლი, ასევე შემთხვევითი ხასიათიც. ანგარიშში შემოთავაზებულია რეკომენდაციები უმცირესობებისა და გენდერული იდენტობის საკითხების პროფესიონალურად გაშუქების კუთხით, საუბარია თვითრეგულირების სისტემის სრულფასოვნად ამოქმედების აუცილებლობაზე.

გამოცემის თარიღი: ივნისი, 2015
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: თამარ ხორბალაძე, თამარ კინწურაშვილი, სოფო გოგაძე, თათა ქაფიანიძე, თამარ კანდელაკი
ანგარიში მოამზადდა პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველო- ში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციას.
ბმული: ჰომოფობია და გენდერული იდენტობა. მედია-მონიტორინგის ანგარიში 2014-2015