დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VEUOJ
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

კრიზისული სიტუაციების გაშუქება - საჭიროებათა კვლევა

მედიის განვითარების ფონდმა პროექტის „ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში", რომელსაც ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის (CVE) საერთაშორისო ცენტრის ჰიდაიას მხარდაჭერით ახორციელებს, ჩაატარა საჭიროებათა კვლევა.
კვლევის მიზანი იყო ტერორისტული აქტების, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და სხვა კრიზისული ვითარებების გაშუქების დროს არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, როგორც ინფორმაციაზე წვდომის, ასევე მედია გაშუქების მხრივ და კვლევის მიგნებების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის მეთოდოლოგია ითვალისწინებდა პირისპირ ინტერვიუს სახით როგორც მედიის წარმომადგენლების, ასევე ხელისუფლების შესაბამისი უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურების წარმომადგენლების გამოკითხვას, რათა რეკომენდაციების შემუშავების პროცესში პრობლემების გადაჭრის ხედვისას ორივე მხარის პოზიცია ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კომუნიკაციის პრობლემის გამო, რაც მხოლოდ წერილობითი მწირი ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლა, ინტერვიუს დიზაინი ნაწილობრივ შეიცვალა. მედიის და ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურების საქმიანობის
შესაფასებლად დამატებით გამოიკითხნენ მედიის, უმცირესობების საკითხების, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები.
პროექტი, რომელიც ჰიდაიას და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული მედიასაშუალებების, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმზე ეფექტიანი რეაგირებისა და რადიკალი ზაციის პრევენციის გზით, რა დროსაც ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას, მთავარ მიგნებებს, კვლევის მონაცემებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სხვადასხვა აქტორების ჩართულობით სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავდა.

მკვლევარები:
  ლია დეკანაძე, გიორგი რიჟვაძე

ავტორები:
  ქეთი მსხილაძე, თამარ კინწურაშვილი

რეკომენდაციები შემუშავდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შემდეგი შემადგენლობით:
  გელა მთივლიშვილი, პანკისის სათემო რადიო
  ნანა ბიგანიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  ეკა ჭითანავა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  თინა ხიდაშელი, სამოქალაქო იდეა
  ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
  გელა ბოჩიკაშვილი, ონ.ჯი
  გიორგი გოგუაძე, ტერორიზმის კვლევის ცენტრი


ბმული: კრიზისული სიტუაციების გაშუქება - საჭიროებათა კვლევა
Tags: