დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CICCM
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

როგორ არ გავაშუქოთ მრავალფეროვნება

მედიის სოციალური პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება ასახოს და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის საჯარო პლატფორმის ფუნქცია შეასრულოს, მეორე მხრივ, აღნიშნული თემატიკა ეთიკურად, პროფესიულად და არადისკრიმინაციულად გააშუქოს.    
ციფრული მედიის ეპოქაში, როცა ზღვარი ჟურნალისტებსა და მედიის მომხმარებლებს შორის წაიშალა და მედია შინაარსის შექმნა და სოციალური მედიით ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ზიანს აყენებს საზოგადოებას და სიძულვილის ენის სტიმულირებას ახდენს, კიდევ უფრო პრობლემური გახდა. დეზინფორმაცია და საზიანო შინაარსი ხშირად საზოგადოებაში არსებული განსხვავებებით და იდენტობასთან დაკავშირებული თემებით მანიპულირებს, რაც ადამიანებს კიდევ უფრო მოწყვლადებს ხდის. 
ამ ვითარებაში პასუხისმგებლიან მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი მხრივ, მედიას შეუძლია, გაამყაროს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, მეორე მხრივ, გაიაზროს, თუ რა საფრთხე მოაქვს დისკრიმინაციას და ინკლუზიური გაშუქებით ხელი შეუწყოს შესავალი საზოგადოებაში არსებული გაუცხოების დაძლევას და იმ საერთოს ძიებას, რაც ადამიანებს კი არ ჰყოფს, არამედ აერთიანებს.
 წინამდებარე გზამკვლევი აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში მედიის და კომუნიკაციების მიმართულებით მრავალფეროვნების გაშუქების სწავლების მიზნით შეიქმნა და ხელს შეუწყობს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტთა შორის მოწყვლადი ჯგუფების თემატიკისადმი მგრძნობელობის განვითარებას და მრავალფეროვნების საკითხების ინკლუზიურ გაშუქებას.

ავტორები:
    ბექა მინდიაშვილი    
    თამარ კინწურაშვილი
დიზაინი:      IBDesign

ბმული: როგორ არ გავაშუქოთ მრავალფეროვნება
Tags: