დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EISRY
გაგზავნა

MDF-ის ბიბლიოთეკა

გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია

გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნით 2024 წელსაც აქტუალური პრობლემა იყო და როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ თემატიკასაც ეხმიანებოდა.

წინამდებარე კვლევა, რომელიც 2024 წლის მონაცემებს აანალიზებს, გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის თემატიკას, სამიზნეებს, მეთოდებს და წყაროებს მიმოიხილავს. კვლევაში ცალკე თავად არის წარმოდგენილი დასავლეთთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და ცალკე არის მიმოხილული უშუალოდ საქართველოს შიდა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესთან დაკავშირებით გავრცებული მანიპულაციური შინაარსი.

როგორც მონაცემების ანალიზი აჩვენებს, ადგილობრივი თუ გარე მავნე აქტორები ამ თემატიკას როგორც ინდივიდუალური უფლებების ხელყოფის მიზნით, ასევე პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იყენებენ და ცალკეული ჯგუფების სტიგმატიზების გარდა, ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ განწყობებს აღვივებენ.

კვლევაში გაანალიზებულია ფაქტების გადამოწმების პლატფორმის "მითების დეტექტორის” მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გამოვლენილი და გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც გენდერული ან იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ნიშნებს შეიცავს.

ავტორი: თამარ კინწურაშვილი

ანგარიში ეყრდნობა „მითების დეტექტორის" ფაქტების ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ მასალებს.

ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობდნენ: მაიკო რატიანი, თინა თვაური, ანი ქისტაური, თეკლა ხარაზიშვილი, ცისია კირვალიძე, დავით რობაქიძე, მარიამ ტალახაძე, არაბელა კორძახია, გიორგი მინაშვილი, მარიამ დანგაძე

დიზაინი: მარიამ ცუცქირიძე

გარეკანის ფოტო: ShutterStock, Ant  on Vierietin

ბმული: გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია            
Tags: